ბარაქ ობამა კუბაშია - 1959 წლის რევოლუციის შემდეგ იგი შეერთებული შტატების პირველი მოქმედი პრეზიდენტია, რომელიც ჰავანაში ჩავიდა
20-03-2016, 23:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

პრეზიდენტ ბარაქ ობამას ისტორიული ვიზიტი კუბაში დაიწყო. 1959 წლის რევოლუციის შემდეგ, რომელმაც ამერიკასა და კუბას შორის ათწლეულების მტრობა წარმოშვა, ობამა შეერთებული შტატების პირველი მოქმედი პრეზიდენტია, რომელიც კუბას ესტუმრა.


ჰავანაში, ხელახლა გახსნილ ამერიკის საელჩოში ობამამ ვიზიტს "ისტორიული" უწოდა. მან ასევე გარკვეული დრო ძველ ქალაქში გაატარა.


ობამა შეხვედრას გამართავს კუბის კომუნისტ ლიდერთან, პრეზიდენტ რაულ კასტროსთან, მაგრამ არ შეხვდება გადამდგარ რევოლუციონერ ლიდერს ფიდელ კასტროს. BBC -ს ცნობით, ბარაქ ობამა და რაულ კასტრო სავაჭრო საკითხებსა და პოლიტიკურ რეფორმებზე იმსჯელებენ.


ბარაქ ობამა მეუღლესთან, ქვეყნის პირველ ლედისთან, მიშელ ობამასთან და შვილებთან - საშასა და მალიასთან ერთად "საჰაერო ძალა ერთი"-დან ღიმილით და ქოლგით გამოჩნდა, მსუბუქი ჟინჟლვის პირობებში ჩამოვიდა ტრაპიდან და კუბის საგარეო საქმეთა მინისტრს, ბრუნო როდრიგესსა და სხვა ოფიციალურ პირებს მიესალმა.  


ჰავანაში ჩაფრენიდან რამდენიმე საათში იგი ამერიკის საელჩოში მივიდა, თანამშრომლებს მიესალმა და უთხრა: "ჩინებულია აქ ყოფნა".


"1928 წელს, პრეზიდენტი [ქალვინ] ქულიჯი აქ ბრძოლით მოვიდა. მას სამი დღე დასჭირდა აქ ჩამოსასვლელად, მე კი მხოლოდ  სამი საათი. პირველად "საჰაერო ძალა ერთი" კუბაზე დაეშვა და ეს არის ჩვენი პირველი გაჩერება".


მან დაამატა, რომ ვიზიტი მისთვის არის იმის შესაძლებლობის მიმცემი, რომ დაგეგმოს "მომავლის ხედვები, რომელიც უფრო ნათელია, ვიდრე ჩვენი წარსული".

 



მოგვიანებით ობამამ ძველ ჰავანაში ფეხით გაისეირნა. ამ ტურს - ობამას ქუჩაში გავლას - ჩვეულებრივი კუბელებისთვის ის მნიშვნელობა ჰქონდა, რომ მათ პრეზიდენტთან უშუალო დაკონტაქტების საშუალება ეძლეოდათ, მაგრამ ტროპიკული ქარიშხლის გაძლიერების გამო მარშრუტის ეს ნაწილი დაგეგმილის შესაბამისად არ შედგა.


პრეზიდენტი ობამა მისი ოჯახის წევრებთან ერთად წვიმის მიუხედავად ეროვნულ საკათედრო ტაძარში, ქოლგით ხელში, ფეხით მივიდა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი