„მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა კონსტიტუციური მონარქიის იდეას ეხმაურება.
მისი თქმით, ის, რომ ირაკლი კობახიძეს და ბიძინა ივანიშვილს არ მოსწონთ დღევანდელი პრეზიდენტი და მეფით ჩანაცვლებაზე ლაპარაკობენ, აბსურდის თეატრიც აღარაა.
„10-15 მილიონი დაჭირდება ამ წმინდა ოჯახის შენახვას და როდესაც ამდენი სოციალური დაუცველია, რაღაც ქულების გამო ართმევენ 50-ლარიან დახმარებას ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, ასეთი მზარდი ხარჯის შემოღება არის ამორალური. ჩვენ საპარლამენტო რესპუბლიკა ვართ და ეს კონსტიტუცია, რომელსაც კობახიძე გვაჩეჩებს, ვერ პასუხობს.
მონარქია მმართველობის წარსული ფორმაა. იმ ქვეყნებში, სადაც ეს არის დარჩენილი, ეს ქვეყნები სხვადასხვა ეტაპზე იყვნენ იმპერიები და მეფის სახელი მხოლოდ და მხოლოდ სიმბოლურია. საქართველოს დღეს აქვს ძალიან სერიოზული პრობლემა. ეს არის არაფორმალური მმართველობა ანუ ადამიანი, რომელსაც არანაირი სტატუსი არ აქვს და მართავს ყველაფერს. დღევანდელი პრობლემიდან უნდა გამოვიდეთ, ამას ვერც მეფე უშველის, ვერც კონსტიტუციური მონარქი, ვერც აბსოლუტური მონარქი, ვერც ამირსპასალარი და ვერც სხვა დანარჩენი, რაც არ უნდა დაარქვათ სახელი. პრობლემა არის ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა. ასეთ რამეს ვერ და არ უნდა აკეთებდეს მთავრობა. თუ ამაზე წავლენ და საზოგადოებას არაფერს კითხავენ იმის გამო, რომ კობახიძეს და ივანიშვილს არ მოსწონთ დღევანდელი პრეზიდენტი და ჯირყვნიან ამ პრეზიდენტს, ახლა საერთოდ მეფით ჩანაცვლებაზე ლაპარაკობენ, ეს უკვე აბსურდის თეატრიც აღარ არის. ამ უმრავლესობიდან ყველაფერია მოსალოდნელი. ეს უმრავლესობა აბსოლუტურად იმპულსურად მოქმედებს”, განაცხადა გიგი უგულავამ.
საქართველო არის უძველესი მონარქია - კონსტიტუციურ მონარქიას სიმშვიდე შემოაქვს ქვეყანაში, აღნიშნული განცხადება პატრიარქმა კვირას, სამების ტაძარში საკვირაო ქადაგებისას გააკეთა.
კონსტიტუციურ მონარქიასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას, პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „რაც ბრძანა უწმინდესმა და უნეტარესმა არის ჭეშმარიტება“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.