ამერიკის ავიახაზების ჯგუფმა (AAL.O) ხუთშაბათს განაცხადა, რომ „ყატარის ავიახაზებმა“, ყურის ქვეყნის სახელმწიფოს კუთვნილებაში მყოფმა ავიაკომპანიამ, გამოხატა ინტერესი იყიდოს შეერთებული შტატების ნომერ პირველი ავიახაზების აქციების 10 პროცენტი, სულ მცირე 808 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების. ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.
„ამერიკული ავიახაზების“ წილები 5.5 პროცენტით, 51.08 აშშ დოლარით გაიზარდა ბაზარზე ვაჭრობის გამართვამდე.
ახალი ამბავი მას შემდეგ გავრცელდა, რაც რამდენიმე კვირის წინათ ყატარი დიპლომატიურ აურზაურში აღმოჩნდა მისი 4 მეზობლის, საუდის არაბეთის, ეგვიპტის, არაბეთის გაერთიანებული საამიროების და ბაჰრეინის მხრიდან დოჰასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის გამო.
„ამერიკული ავიახაზების“ ინფორმაციით, „ყატარის ავიახაზებმა“ აღნიშნა, რომ ის წილებს ღია ბაზარზე იყიდის, თუმცა ამერიკულმა კომპანიამ დაამატა, რომ მას „ყატარის ავიახაზებისაგან“ რაიმე წერილობითი თხოვნა ამასთან დაკავშირებით არ მიუღია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.