8-თვიანი საომარი მოქმედებების შემდეგ, ერაყის სამთავრობო ჯარებმა „ისლამური სახელმწიფოს“ დე-ფაქტო დედაქალაქ მოსულის შუაგულში ნანგრევებად ქცეული გრანდიოზული ალ-ნურის მეჩეთი ხელში ჩაიგდეს და პრემიერ მინისტრმა ისლამისტი მებრძოლების თვითმარქვია ხალიფატის დასასრული აუწყა მსოფლიოს.

აბუ ბაქრ ალ-ბაღდადმა (ზემოთ, ფოტოზე) სამი წლის წინათ, 2014 წლის 4 ივლისს, მას შემდეგ, რაც ამბოხებულებმა ერაყის და სირიის უზარმაზარი ტერიტორიები ააოხრეს, სწორედ მოსულის შუასაუკუნეების ამ მეჩეთის მქადაგებლის კათედრიდან გამოაცხადა თავისი თავი „ხალიფად“, მუსულმანთა მმართველად.
როგორც „როიტერსი“ წერს, ერაყის ხელისუფლება მოელის, რომ მოსულისთვის ხანგრძლივი ბრძოლა უახლოეს დღეებში დასრულდება, რადგანაც „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები მიმწყვდეული არიან ძველი ქალაქის მცირე ნაწილებში.
თითქმის 850 წლის გრანდიოზული ალ-ნურის მეჩეთის აღება უზარმაზარი სიმბოლური გამარჯვებაა.
„ალ-ნურის მეჩეთის და ალ-ჰადბას მინარეთის ქვეყნისთვის დაბრუნება დაეშის სიცრუის სახელმწიფოს დასასრულის ნიშანია“, განაცხადა პრემიერ მინისტრმა ჰაიდერ ალ-აბადიმ, რომელმაც უკომპრომისო სუნიტი მუსლიმი მებრძოლების ჯგუფი არაბული აკრონიმით მოიხსენია.
როგორც „როიტერსი“ წერს, მოსულის დაცემა პრაქტიკულად ერაყის „ისლამური სახელმწიფოს“ ხალიფატის ნახევრის დასასრულის ნიშანია, თუმცა მებრძოლთა ჯგუფი ჯერ კიდევ აკონტროლებს ქალაქის დასავლეთ და სამხრეთ ტერიტორიებს და ასეულობით ათას ადამიანზე ბატონობს.
მათი ციხე-სიმაგრე სირიის ქალაქ რაყაში ასევე მალე დაეცემა, რადგან ის სრულად არის მოქცეული ალყაში აშშ-ის მხარდაჭერილი ქურთი მებრძოლების კოალიციის მიერ, როგორც ამას სირიული ობსერვატორიის ადამიანის უფლებების მონიტორინგის ჯგუფი იტყობინება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.