„ისლამურმა სახელმწიფომ“ მოსულში ის ისტორიული მეჩეთი და მინარეთი გაასწორა მიწასთან, სადაც აბუ ბაქრ ალ-ბაღდადმა „ხალიფატის“ შექმნა გამოაცხადა
21-06-2017, 23:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ისლამურმა სახელმწიფომ“ ოთხშაბათს, მოსულის გრანდიოზული ალ-ნურის მეჩეთი და მისი ცნობილი მინარეთი ააფეთქა, ნათქვამია განცხადებაში, რომელიც გაავრცელა ერაყის სამხედრო ძალებმა, რომლებიც ქალაქის ძველი ნაწილიდან ალყაში მოქცეული ისლამისტი მებრძოლების განდევნას ცდილობენ.

 


სამი წლის წინათ სწორედ ამ შუასაუკუნეების მეჩეთიდან გამოაცხადა მებრძოლთა ლიდერმა აბუ ბაქრ ალ-ბაღდადმა თვითმარქვია „ხალიფატი“, რომელიც სირიის და ერაყის ნაწილებშია განფენილი.

 


„ალ-ჰადბას მინარეთის და ალ-ნურის მეჩეთის აფეთქება, დამარცხების ოფიციალური აღიარების ტოლფასია“, განაცხადა ერაყის პრემიერ მინისტრმა მის ვებგვერდზე განთავსებულ მოკლე კომენტარში.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ერაყელები 45-მეტრიან მინარეთს, ალ-ჰადბას უწოდებდნენ. მის თავზე, 2014 წლის შემდეგ ალ-ბაღდადის შავი დროშა ფრიალებდა.

 


როგორც „როიტერსი“ წერს, „ისლამური სახელმწიფოს“ ახალი ამბების სააგენტო „ამაყმა“ მეჩეთის განადგურებაში ბრალი ამერიკულ ავიაციას დასდო. ბრალდება დაუყოვნებლივ უარყო შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით მოქმედმა კოალიციამ, რომელიც ისლამური დაჯგუფების წინააღმდეგ იბრძვის.

 


„ჩვენ არ განგვიხორციელებია დარტყმები იმ ადგილას“, განუცხადა აშშ-ის საჰაერო ძალების პოლკოვნიკმა ჯონ დორიანმა „როიტერსს“ ტელეფონით.

 


„ამ განადგურების პასუხისმგებლობა მტკიცედ დევს ISIS-ის კისერზე“, თქვა აშშ-ის არმიის გენერალ-მაიორმა, კოალიციის სახმელეთო შემადგენლობის მეთაურმა, ჯოზეფ მარტინმა განცხადებაში, სადაც მან „ისლამური სახელმწიფოს“ აკრონიმი იხმარა.

 


ერაყის სამხედრო ძალების მედიის ოფისმა ჰაერიდან გადაღებული ფოტოსურათი გაავრცელა, სადაც ჩანს თუ როგორ არის მეჩეთი სრულიად განადგურებული ძველი ქალაქის პატარა სახლებთან ერთად, და მინარეთი გადაპირქვავებული. 

 


ერაყის სამხედრო ძალების თანახმად, მეჩეთი მაშინ იქნა განადგურებული, როცა ერაყის ელიტური კონტრ-ტერორიზმის ცენტრის დანაყოფი, რომელიც ძველი ქალაქის ასაღებად იბრძვის, 50 მეტრის მანძილზე მიუახლოვდა მებრძოლთა ჯგუფის ბოლო ციხე-სიმაგრეს.

 


ერაყის სამხედრო ძალების პრესმდივანმა აფეთქების დროდ საღამოს 9:35 საათი დაასახელა.

 


„ეს არის დანაშაული მოსულის და ერაყის ხალხის წინააღმდეგ, და მაგალითი, თუ რატომ უნდა მოისპოს ეს მხეცური ორგანიზაცია“, განაცხადა ამერიკელმა გენერალ-მაიორმა მარტინმა.

 


ერაყის სამხედრო ძალებმა ოთხშაბათს, უფრო ადრე განაცხადეს, რომ მათ მეჩეთის მიმართულებით შეტევა დაიწყეს.

 


„ეს ვერ შეგვაკავებს ჩვენ ძველ ქალაქში მათი განდევნისგან - არა, მათი სიკვდილისგან და არა მათი განდევნისგან“, განაცხადა ერაყელმა გენერალ-ლეიტენანტმა, აბდულ ღანი ალ-ასადმა ვიდეოში.

 


სამშაბათს, ერაყის სამხედრო ძალებმა ალყა შემოარტყეს ჯიჰადისტების ჯგუფის ციხე-სიმაგრეს მოსულის ძველ ნაწილში, რომელიც ბოლო რაიონია ქალაქში, რომელსაც „ისლამური სახელმწიფო“ აკონტროლებს.

 


აბუ ბაქრ ალ-ბაღდადმა 2014 წლის 4 ივლისს, მას შემდეგ, რაც ამბოხებულებმა ერაყის და სირიის უზარმაზარი ტერიტორიები ააოხრეს, მოსულის მეჩეთის მქადაგებლის კათედრიდან თავისი თავი „ხალიფად“, მუსულმანთა მმართველად გამოაცხადა, წერს „როიტერსი“.

 


ბაღდადი, მეჩეთიდან წარმოთქმული სიტყვით, პირველად წარსდგა მსოფლიოს წინაშე და ვიდეოკადრები, რომელიც მაშინ გავრცელდა, ერთადერთი ვიდეომასალაა დღემდე, სადაც ის ჩაწერილია როგორც „ხალიფა“.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი