დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ვაჟა ჩოხელის თავმჯდომარეობით „დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სტიქიის შედეგების განმხილველი კომისიის“ სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის წევრებთან ერთად, 6-7 ივლისის სტიქიით დაზიანებულ ადმინისტრაციულ ერთეულებში დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, მიყენებული ზიანის ოდენობის დასადგენად, შეხვედრაზე დეტალურად იქნა განხილული მონაცემები გუდამაყრის, ქვეშეთის, მაღაროსკარის, შატილის, ბარისახოს, ჭართლისა და ფასანაურის ადმინისტრაციულ ერთეულებში შექმნილი მდგომარეობის შესახებ. შემუშავდა არსებული პრობლემების ოპერატიულად და ეფექტურად გადაწყვეტის გზები.

დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ, სტიქიის ზონებში გაწმენდითი სამუშაოების ჩასატარებლად უკვე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, რომელიც პირველად სამუშაოებს ასრულებს.
6-7 ივლისს, ძლიერი წვიმის შედეგად დუშეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე ადმინისტრაციული ერთეული მნიშვნელოვნად დაზიანდა. სტიქიამ დააზიანა როგორც ცენტრალური, ისე შიდა გზები, ასევე, საფეხმავლო ხიდები, ნაპირსამაგრები, ბოგირები და ა.შ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.