სტიქია დუშეთში - ძლიერი წვიმის შედეგად, მუნიციპალიტეტის რამდენიმე ადმინისტრაციული ერთეული მნიშვნელოვნად დაზიანდა
08-07-2017, 02:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ძლიერი წვიმის შედეგად დუშეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე ადმინისტრაციული ერთეული მნიშვნელოვნად დაზიანდა. როგორც Guardian.ge-ს დუშეთის გამგეობიდან აცნობეს, სტიქიის შედეგად დაზიანებულია როგორც ცენტრალური, ისე შიდა გზები, ასევე, საფეხმავლო ხიდები, ნაპირსამაგრები, ბოგირები და ა.შ.

 

 

 

 

 

სტიქიის ზონები დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლემა, ვაჟა ჩოხელმა გამგეობის სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად მოინახულა.

 

 

 

 

 

„განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა ბარისახოში, სადაც დაზიანებულია ცენტრალური და შიდა გზები; სოფელ ბისოში დაიმეწყრა ფერდობი; სოფლებში, ხახმატსა და კორშაში ადიდებულმა მდინარეებმა მოწყვიტა საფეხმავლო ხიდები, დამცავი გაბიონები და ჯებირები; ლიქოკის ხეობაში მდინარის მიღმა დარჩა რამდენიმე ოჯახი; ნატანი მასალით ამოივსო გუდანი-ატაბე-წინხადუს ხევები და ბოგირები.

 

 

 

 

 

უხვი ნალექის შედეგად, შატილის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ გიორგიწმინდაში ჩამოწოლილმა მეწყერმა მნიშვნელოვნად დააზიანა გიორგიწმინდა-შატილის გზა;

 

 

 

 

 

ადიდებულმა ხევებმა წაიღო სოფლების, კისტანისა და ხონისჭალას ხიდები. ამ დრომდე შატილში რჩება 55-მდე ტურისტი, რომლებიც უამინდობის დროს შატილსა და გულოს ხეობაში იმყოფებოდნენ. ტურისტების ტრანპორტირებას ხელს კვლავ უამინდომა უშლის.

 

 

 

 

 

ნაპირსამაგრი გაბიონები, საცალფეხო ხიდები და შიდა გზები დაზიანდა ასევე მაღაროსკარის ადმინისტრაციულ ერთეულშიც, სოფლებში-მიგრიაულთასა და კაწალხევში.

 

 

 

 


ასევე, რთულია მდგომარეობა ჭართლისა და გუდამაყრის ადმინისტრაციულ ერთეულებში, განადგურებულია სოფლებში მისასვლელი გზები, დაზიანებულია ხიდები და ნაპირსმაგრები. გარესამყაროსაა მოწყვეტილი გუდამაყრის რამდენიმე სოფელი (ბაკურხევის ხეობა), ადგილობრივების თქმით, გადაადგილება შეუძლებელია ფეხითაც კი;

 

 

 

 


დაიზნებულია ჩოხი-დუმაცხო-გამსის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა; ადიდებულმა არაგვმა დააზიანა საავტომობილო ხიდი სოფელ მაქართაში; თითქმის ყველა სოფელს შეექმნა პრობლემა ჭართლის ადმინისტრაციულ ერთეულში, განაკუთრებით დაზიანებულია მისასვლელი გზები სოფლებში, მენესო, ჭართალი და მუგუდა.

 

 

 

 


შექმნილი პრობლემების მოსაგვარებლად დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახურები უკვე მუშაობენ. დაზიანებულ სოფლებში, სადაც ამინდი შესაბამის პირობებს ქმნის, უკვე დაწყებულია აღდგენითი სამუშაოები, ხოლო სოფლებში, სადაც უამინდობა კვლავ პრობლემაა - გამოდარებისთანევე დაიწყება", აღნიშნულია დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი