მამუკა მდინარაძე მიხეილ სააკაშვილზე: მისი ნამოქმედარის და პერიოდის გახსენებით, კიდევ უფრო თვალნათელი ხდება რადიკალური განსხვავება ქვეყნის მაშინდელ და ახლანდელ ლიდერებს შორის
12-07-2017, 04:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამაუკა მდინარაძე ტელეკომპანია „რუსთავი 2"-თან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუს ეხმაურება.

 

 

მდინარაძე მიიჩნევს, რომ „სააკაშვილის გამოჩენით, საუბრით, მისი ნამოქმედარის და პერიოდის გახსენებით, კიდევ უფრო თვალნათელი ხდება რადიკალური განსხვავება ქვეყნის მაშინდელ და ახლანდელ ლიდერებს შორის".

 

 

„რაც უფრო ხშირად გამოჩნდება მიხეილ სააკაშვილი, მით უფრო ხშირად გაგვახსენდება, როგორი არ უნდა იყოს ქვეყნის ლიდერი.... ის დღესაც ძველებურად უტიფრად ესაუბრება საზოგადოებას და პირდაპირ ეთერში, თავხედური მეთოდებით ცდილობს შეურაცხყოფა მიაყენოს კვირიკაშვილსა და კალაძეს....

 

 

საბედნიეროდ, ჩვენმა ქვეყანამ უმოკლეს დროში შეძლო ავტოკრატიიდან, უსამართლობიდან, კლანური მმართველობიდან გადასულიყო ადამიანზე ორიენტირებულ, დემოკრატიულ, ღია და გამჭვირვალე მმართველობაზე და ჰყოლოდა ლიდერები, რომლებიც ადამიანურობის და წარმატებითს მაგალითს იძლევიან”, განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

ერთი ოროსანი სვამს მეორე ოროსანს - აბსოლუტურ ბრიყვს და გაუნათლებელს - მილიონნახევრიანი ქალაქის მერად, აღნიშული განცხადება მიხეილ სააკაშვილმა გუშინ „რუსთავი 2"-ის გადაცემა „არჩევანში" პირდაპირი ჩართვისას კახა კალაძესთან დაკავშირებით გააკეთა.

 

 

მანვე პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ კვირიკაშვილი ვაშინგტონში ვიზიტის დროს ტრამპის კაბინეტში პრეზიდენტთან სურათის გადასაღებად „მაგიდის გვერდზე აატუზეს“, რაც დამამცირებელი ფაქტია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი