მოსკოვის სამხედრო საოლქო სასამართლომ რუსი პოლიტიკოსის, ბორის ნემცოვის მკვლელობისთვის ზაურ დადაევს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
როგორც „რია ნოვისტი“ იტყობინება, პროკურატურა მკვლელისთვის სამუდამო პატიმრობის მისჯას ითხოვდა.
განაჩენი მოსამართლე იური ჟიტნიკოვმა წაიკითხა: „მიესაჯოს დადაევს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა სასჯელის მკაცრი შრომა-გასწორების კოლონიაში მოხდით და 100,000 რუბლის ოდენობის ჯარიმის გადახდა“.
სასამართლომ დადაევს ასევე ლეიტენანტის წოდება და სიმამცის ორდენი ჩამოართვა.
სხვა ფიგურანტებისთვის სასჯელის მინიჭების განსასაზღვრად პროცესი გრძელდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.