დემენციით დააავადებული ქალბატონი, რომელიც დაკარგულად ცნეს, პოლიციის ძაღლმა სურნელოვანი სახვევის დახმარებით წუთებში იპოვა.
როგორც BBC იუწყება, სიტრუსის ოლქის შერიფის ოფისმა განაცხადა, რომ ანონიმურმა ქალბატონმა გამოიყენა სპეციალური სუნის შემნახველი კომპლექტი, რომელსაც შეუძლია შეინახოს ადამიანის სურნელი 7 წლის განმავლობაში.
პოლიციამ „ფეისბუკით“ გავრცელებულ განცხადებაში თქვა, რომ ქალბატონმა ეს ქილა ორნახევარი წლის წინათ დატოვა, და ფოტოზე ჩანს კიდევაც თარიღი, რომელიც დაწერილია სახვევზე.
ადამიანმა ეს სახვევი უნდა გაიჩეროს იღლიაში, შემდეგ შეინახოს სპეციალურ ქილაში და ამის მეშვეობით ძაღლებს შეუძლიათ ის დაკარგული ადამიანი მარტივად იპოვონ.
მწარმოებლები ამბობენ, რომ ეს მეთოდი უკეთესად მუშაობს, რადგან ტანსაცმლის ნაჭრიდან აღებული სურნელი უფრო მეტი ადამიანის და გარემოდან აღებულ სურნელს შეიცავს.
ზოგიერთმა საგამოძიებო ძალებმა, მაგალითად ჩინეთმა და გერმანიამ, გამოიყენეს ძაღლების დახმარება კრიმინალების დაჭერაში და საქმის გახსნაში.
მაგრამ ეს მეთოდიც შეიცავს მარცხის რისკს. 2008 წელს ავსტრალიაში ძაღლების მიერ გაჩხრეკილ ადამიანებს შორის, მხოლოდ მეოთხედს აღმოაჩნდა ნარკოტიკები.
რაც შეეხება ამ საქმეს, დაკარგული ადამიანი ნაპოვნია და ძაღლმაც სადღესასწაულო ნაყინი მიიღო გასამრჯელოდ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.