მსოფლიოში დემენციით 47 მილიონი ადამიანი იტანჯება - კვლევამ აჩვენა, რომ 9 ცხოვრებისეული წესის შეცვლამ შესაძლოა დაავადების რისკი შეამციროს
20-07-2017, 05:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ლანცეტის საერთაშორისო კვლევის თანახმად, ტვინის ამ დაავადების თავიდან ასაცილებლად ადამიანებმა უნდა იზრუნონ თავიანთი ტვინის ჯანმრთელობაზე.

 


როგორც BBC იტყობინება, კვლევაში აღნიშნულია ცხრა მთავარი რისკ-ფაქტორი - განათლების ნაკლებობის, სმენის დაკარგვის, სიგარეტის მოწევის და ფიზიკური პასიურობის ჩათვლით.

 


კვლევა ლონდონში, ალცჰეიმერის ასოციაციის საერთაშორისო კონფერენციაზეა წარმოდგენილი.

 


2050 წლისთვის, დედამიწაზე 131 მილიონი ადამიანი იქნება დემენციით (დემენცია - შეძენილი დაავადება, მეხსიერების და სხვა გონებრივი შესაძლებლობების დაქვეითება, რომელიც უმეტსწილად ხანდაზმულ ადამიანებში იჩენს თავს) დაავადებული.

 


სადღეისოდ, 47 მილიონი ადამიანი იტანჯება ამ დაავადებით.

 


„მიუხედავად იმისა, რომ დემენცია თავს იჩენს გვიან ასაკში, ტვინის ცვლილებები ვითარდება წლებით ადრე“, ამბობს ლონდონის უნივერსიტეტის კოლეჯის წამყვანი პროფესორი გილ ლივინგსტონი.

 


„ახლა მოქმედება დიდად გააუმჯობესებს დემენციით დაავადებული ადამიანების და მათი ოჯახების ცხოვრებას, და ამით, შეიცვლება საზოგადოების მომავალი“.

 


ეს მოხსენება, რომელზეც მუშაობდა 24 საერთაშორისო ექსპერტი, გვიჩვენებს, რომ ჩვენ ცხოვრების წესს შეუძლია დიდი როლი ითამაშოს დემენციის რისკის ზრდასა თუ შემცირებაში.

 


ქვემოთ ნაჩვენებია როგორ შეიძლება ცვლილებას დაქვემდებარებულმა ფაქტორებმა შეცვალოს დემენციის რისკი

 

• სმენის დაკარგვა საშუალო ასაკში - 9%

 

• საშუალო განათლების მიუღებლობა - 8%

 

• სიგარეტის მოწევა - 5%

 

• დეპრესია - 4%

 

• ფიზიკური პასიურობა - 3%

 

• საზოგადოებისგან განცალკევებულობა - 2%

 

• მაღალი არტერიული წნევა - 2%

 

• ჭარბწონიანობა - 1%


• მეორე ტიპის დიაბეტი - 1%

 

 

ეს ფაქტორები შეადგენს რისკის 35%-ს. დანარჩენი 65%-ის გაკონტროლება ცდება ადამიანთა შესაძლებლობებს. (წყარო: ლანცეტის დემენციის რისკების შემცირების, ინტერვენციის და კონტროლის კომიტეტი)

 


კვლევა შეისწავლის ‘შემეცნებითი მარაგის“ აგების უპირატესობებს. ‘შემეცნებითი მარაგი“ ნიშნავს ტვინის არხების გაძლიერებას იმისთვის, რომ ზიანის მიუხედავად გააგრძელოს ტვინმა ფუნქციონირება.

 


საშუალო განათლების მიუღებლობა იყო ძირითადი რისკ-ფაქტორი, და მეცნიერები ადასტურებენ, რომ ადამიანებს, რომლებიც აგრძელებენ განათლების მიღებას ცხოვრების მანძილზე, აქვთ შანსი დამატებითი მარაგების აგებისა.

 


ერთ-ერთი ძირითადი რისკ-ფაქტორი გახლდათ საშუალო ასაკში სმენის დაკარგვა. მკვლევარების თქმით, სმენის დაკარგვა იწვევს ცნობიერი გარემოს არქონას, რასაც მივყავართ საზოგადოებისგან იზოლაციამდე და დეპრესიამდე, რომლებიც დემენციის რისკ-ფაქტორებია.

 


ერთ-ერთი მთავარი ფაქტი ისაა, რომ რაც გულისთვისაა კარგი, ის ტვინისთვისაც კარგია.

 


სიგარეტის არ მოწევას, ფიზიკურ ვარჯიშს, წონის კონტროლს, მაღალი არტერიული წნევის კონტროლს და დიაბეტს შეუძლია დემენციის, კარდიოვასკულარული დაავადების და კიბოს რისკის შემცირება.

 


მკვლევარების თქმით, მათ არ ჰქონდათ საკმარისი მონაცემები დიეტის ან ალკოჰოლის ზემოქმედების აღსანიშნავად, თუმცა მიიჩნევენ, რომ ორივე ფაქტორი შესაძლოა იყოს მნიშვნელოვანი.

 


ალცჰეიმერის საზოგადოების კვლევის დირექტორმა, დოქტორმა დუგ ბრაუნმა განაცხადა: „დემენცია სადღეისოდ 21-ე საუკუნის ყველაზე დიდი მკვლელია. ჩვენ, ყველამ უნდა ვიცოდეთ რისკების შესახებ და დადებითი ცვლილებები შევიტანოთ ჩვენს ცხოვრებაში“.

 


ინგლისის ალცჰეიმერის კვლევის მთავარმა მეცნიერმა, დოქტორ დევიდ რეინოლდსმა განაცხადა: „ამ დაავადების რისკების შემცირების კვლევის გარდა, ჩვენ უნდა ვეძებოთ გზები, როგორ დავიხსნათ ამ დამანგრეველი დაავადებით უკვე დაავადებული ადამიანები“.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი