ხვამლისკენ მიმავალი საავტომობილო გზის აღდგენა იგეგმება - „მისტიური მთის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს და საინტერესო აღმოჩენები გაკეთდა“
02-08-2017, 00:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხვამლის მთისკენ მიმავალი საავტომობილო გზის აღდგენას არ გამორიცხავს ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგებელი რევაზ ბენიძე, რომელიც ამბობს, რომ მხარის გუბერნატორის ძალისხმევით აღნიშნული მთისკენ - რომელიც „ძალიან მისტიური ადგილია და რომელთანაც დაკავშირებულია ორი დიდი ანტიკური ხანის ლეგენდა - ლეგენდა პრომეთეზე და არგონავტებზე“ - მიმავალი გზის აღდგენა განიხილება, თუმცა ჯერ კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

 

 

ბენიძე ამბობს, რომ ლეჩხუმის ტურისტული პოტენციალის განვითარებისთვის, რისთვისაც უკვე ნახევარ მილიონ ლარზე მეტი იხარჯება, ხვამლს და მის მიმდებარე ტერიტორიას, რომლის სიახლოვესაც არის „უსახელოურის ჯიშის ვაზის მიკროზონა, ულამაზესი ტერასებით“, უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ამასთან, ცაგერის გამგებლის თქმით, ხვამლის ტერიტორიაზე მიმდინარეობს არქეოლოგიური გათხრები და უკვე გაკეთდა კიდეც საინტერესო აღმოჩენები.

 

 

„რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორის, პაპუნა მარგველიძის ძალიან დიდი მცდელობით და ხელშეწყობით, განიხილება საკითხი ხვამლის გზის აღდგენაზე. ეს არის 14-კილომეტრიანი მონაკვეთი ცენტრალური გზიდან და გაკეთდება კარგი გრუნტის გზა. ახლაც არის აქ გრუნტის გზა, მაგრამ გაწმენდა სჭირდება ხოლმე. ჩვენ ამ გზას ყოველწლიურად, ყოველ ხვამლობაზე ვწმენდთ. ამ დღესასწაულზე, რომელიც ამაღლებიდან პირველ შაბათს აღინიშნება, საქართველოს მასშტაბით უამარავი ადამიანი ამოდის. ჩვენ ვაწყდებით პრობლემას იმიტომ, რომ ვიწროა გზა და შემდეგ საცობებია ხოლმე და საათობით უწევს ადამიანს ასვლა.

 

 

 

 

ახლა გვინდა გავაკეთოთ გზა, რომელსაც ექნება საშუალება იმის, რომ მანქანებმა ერთმანეთის გვერდის ავლა შეძლონ. ეს უკვე სპეციალისტების საქმეა - სადაც შესაძლებელია უნდა გაფართოვდეს, მოკლედ, უნდა იყოს გამართული გზა. განიხილება ეს საკითხი, ჩვენ მივმართეთ მთის ფონდს, შესაძლოა, იქედან რაღაც დაფინანსდეს. მეორე მხარეც გამოჩნდა ახლა - რამდენიმე კვირის წინ იყვნენ ამოსულები - ჩვენი ერთ-ერთი ლეჩხუმელის ინიციატივა არის ეს, რომ თავისი შესაძლებლობით ამ საქმეში მსოფლიო ბანკი ჩართოს. არ ვიცი, რამდენად გამოვა, მაგრამ ფაქტია, რომ ამოვიდა ეს ხალხი და გზა ნახა. ხვამლის გზა ყველაზე ცოტა მილიონიდან მილიონნახევრამდე მაინც დაჯდება.

 

 

(ფოტოზე, რევაზ ბენიძე - ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგებელი) 

 


„ხვამლი თვითონ თავისთავად არის უდიდესი ტურისტული ობიექტი. ხვამლის მთა არის ძალიან მისტიური ადგილი, თუმცა, რატომღაც მსოფლიოში უფრო იციან ეს ადგილი, ვიდრე საქართველოში. ხვამლი არის მთა, რომელთანაც დაკავშირებული ორი დიდი ანტიკური ხანის ლეგენდა - ლეგენდა პრომეთეზე და არგონავტებზე. ეს არის მთა, რომელზეც საქართველოს მატიანეში წერია, რომ საქართველოს რომ გაუჭირდეს, მან უნდა არჩინოს. არის ასეთი ჰიპოთეზა, რომ აქ ინახებოდა მთელი სამეფო განძი. მოკლედ, ძალიან საინტერესო ისტორია აქვს.

 


„არის ასეთი ძალიან კარგი პიროვნება დავით სულხანიშვილი, რომელიც იქ აწარმოებს გათხრებს. მოდის ექსპედიცია და მიმდინარეობს არქეოლოგიური გათხრები და ვიცი, რომ საინტერესო აღმოჩენები უკვე გაკეთდა. აქ ახლოს არის უსახელოურის ჯიშის ვაზის მიკროზონა, სადაც ულამაზესი ტერასებია. ეს ღვინის ტურიზმის განვითარებას უწყობს ხელს, მარნებს და პატარა სასტუმროებსაც აკეთებენ უკვე. ამიტომ ამ ხვამლის მთამდე მისასვლელი გზის გაკეთება მნიშვნელოვანია. ლეჩხუმს ტურიზმის განვითარების დიდი პოტენციალი გააჩნია. ღვინის ტურიზმის გარდა, აქ სპორტული ტურიზმის შესაძლებლობაცაა - იგივე კლდეზე ცოცვა, დელტაპლანები, პარაპლანები, ჯომარდობა და ა.შ.“, უთხრა GUARDIAN.GE-ს რევაზ ბენიძემ.

 

კომენტარები: 2
#2   რომანოზი
      
ღმერთმა დაგლოცოს ! ხვამლი საქართველოს საყრდენია !
2 აგვისტო 2017 21:30
#1   ბობი
      
ვეღარ არჩენს სამწუხაროდ ხვამლის მთა საქართველოს, რადგან სააკაშვილმა და მისმა მთავრობამ აღმოჩენილ განძს მუსრი გაავლო უგზოუკვლოდ. ადგილობრივი მოსახლეობა ისე ყავთ დაშინებული, რომ დღესაც ვერ იღებენ ხმას შიშით.
2 აგვისტო 2017 16:18
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი