ლეჩხუმის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 551,700 ლარი დაიხარჯება - რევაზ ბენიძე აცხადებს, რომ მხარის დიდი პოტენციალის გამოუყენებლობა „დიდი დანაშაული იქნება“
30-06-2017, 04:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგებელი რევაზ ბენიძე ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად ლეჩხუმის ტურისტული ინფრასტრუქტირის შექმნას მიიჩნევს და აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტი გარკვეულწილად მზად უნდა იყოს იმ დროისათვის, როცა ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-უშგული-მესტიის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა დასრულდება და ზემო სვანეთში მიმავალი ტურისტების დიდი ნაკადი მათი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გაივლის.

 


რევაზ ბენიძე ლეჩხუმს ტურისტებისთვის არა მხოლოდ ერთჯერადი გადაადგილების, არამედ ისეთ სივრცედ მოიაზრებს, სადაც მათ დარჩენის, დასვენების და იმ უნიკალური ადგილების მონახულების საშუალება ექნებათ, რითაც გამორჩეულია აღნიშნული მხარე. მას შემუშავებული აქვს ის გეგმა, რომელიც ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნისა და ტურისტების მოზიდვისთვის არის საჭირო. ამ მიმართულებით უკვე მობილიზებულია ფინანსები, ჯამში, ნახევარ მილიონ ლარზე მეტი (551,700 ლარი) - რეგიონული განვითარების ფონდიდან, მუნიციპალური განვითარების ფონდიდან და მთის განვითარების ფონდიდან და შესაბამისი სამუშაოები სავარაუდოდ, აგვისტოდან დაიწყება. ბენიძე ამბობს, რომ იმ ტურისტული პოტენციალის გამოუყენებლობა, რაც ლეჩხუმს გააჩნია, ძალიან დიდი დანაშაული იქნება.

 

 

 

(რევაზ ბენიძე - ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგებელი, Guardian.ge-ს ფოტო)

 

 

„ჩვენ ორიენტირებული ვართ ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე, უფრო სწორად შექმნაზე, იმიტომ, რომ ცაგერის მუნიციპალიტეტში ტურისტული ინფრასტრუქტურა ფაქტობრივად არ არსებობს“, ეუბნება Guardian.ge-ს რევაზ ბენიძე და განაგრძობს:

 

 

 

(ლეჩხუმი, მდინარე ჯონოულის ხეობა - თამარ ლეთოდიანის ფოტო) 

 

 


„სასტუმროების აშენების საკითხი კერძო სექტორის პრეროგატივაა და იქ სახელმწიფო ვერ ჩაერევა. არსებობს საოჯახო სასტუმროები, მაგრამ იმისთვის, რომ განვითარდეს ეს სექტორი, უნდა იყოს დიდი რაოდენობა ტურისტების. ჩვენ ველით ასეთ დიდ ნაკადს ტურისტების რამდენიმე წელიწადში, როდესაც ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელი გზის პროექტი განხორციელდება. სწორედ ამის შემდეგ, ძალიან დიდი ნაკადი ტურისტების, რომელიც მესტიაში ზუგდიდიდან დადიოდა, წამოვა ცაგერით. კეთდება მეორე გზა - საჩხერე-რაჭის დამაკავშირებელი - ცაგერი, ნებისმიერ შემთხვევაში, ორივე მხრიდან წამოსული ტურისტებისთვის ცენტრი ხდება. ამიტომ, ჩვენ უნდა ვიყოთ მზად ამისთვის. პირველ რიგში, მოწესრიგებული გზა არის, რაც უნდა დახვდეს ტურისტს, თუმცა, ამის გარდა, აუცილებელია კეთილმოწყობილი დასასვენებელი ადგილები, საპირფარეშოები, კვების ობიექტები და ა.შ. ჩვენ ამ კუთხით, შევისწავლეთ გზასთან ახლოს მდებარე ტერიტორიები ლეჩხუმში და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრიდან დაწყებული, ჩავინიშნეთ რამდენიმე ძალიან ლამაზი ადგილი - ჩანჩქერები, წყაროები - და ამ ტერიტორიების გაკეთებას ვგეგმავთ.

 

 


(ლეჩხუმი, მდინარე რაჩხა - ტატო დვალიშვილის ფოტო) 

 

 


ასათიანის წყაროს კეთილმოწყობა - გაკეთდება თანამედროვე ტიპის საზოგადოებრივი საპირფარეშო, რომელიც შშმ პირებისთვის ადაპტირებული იქნება. ასევე გაკეთდება გადასახედი და მოსაცდელი.

 

 

 

(ლეჩხუმი, ლეკარჩხა - თამარ ლეთოდიანის ფოტო) 

 

 


„გადასახედი მოეწყობა ორბელის ყველაზე მაღალ წერტილში. ეს არის ისეთი ადგილი, საიდანაც ულამაზესი პანორამა იშლება. აქ ვაპირებთ სპეციალური ბინოკლის დადგმას, რომელიც შესაძლოა, უფასო იყოს. ორბელის უმაღლეს წერტილამდე გაკეთდება ასასვლელი კიბეები. ძალიან ლამაზი არის ასევე ჯონოულის ხეობა, ეს არის ძალიან საინტერესო ხეობა. ამ ხეობაში არის კარგი ადგილები, სადაც ასევე შეიძლება რაღაცების მოწყობა. ეს იქნება არამხოლოდ ტურისტებისთვის ზოგადად, ჩვენთვისაც კარგია, ჩვენი სტუმრებისა და ადგილობრივებისთვის. ასეთ კარგ და ლამაზ ადგილებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიზე ჩვენ ვამზადებთ იმისთვის, რომ უფუნქციო არ იყოს - ტურისტი გაჩერდეს, ცაგერში მეორედ ჩამოსვლის სურვილი გაუჩნდეს.

 


„ცაგერის შესასვლელში დაგეგმილია ტურისტული საინფორმაციო ცენტრის გაკეთება. ცენტრში დახვდებიან ტურისტს, იქნება მარშრუტები განსაზღვრული, იქნება გიდებისა თუ გამყოლების სერვისი. აქ დაიდგმება ჩვენი ღვინის ორი ბრენდის „უსახელოურისა“ და „ტვიშის ცოლიკაურის“ ბოთლები - ეს არის ორი პროდუქტი, რომელიც არის მთლიანად ლეჩხუმური, გაკეთდება ქვის ჯვარი.

 


„ველოდებით ასევე დიდ ნაკადს მომლოცველების. ლეჩხუმში ასვენია წმინდა მაქსიმე აღმსარებლის ნეშტი. ის არის მე-6-მე-7 საუკუნის უდიდესი წმინდანი. სპეციალური კვლევები და რამოდენიმე კონფერენციაც კი ჩატარდა ე.წ. მაქსიმოლოგების მიერ და საბოლოოდ, მეცნიერულადაც და რელიგიურადაც დამტკიცდა, რომ ეს ნეშტი ნამდვილად მაქსიმე აღმსარებელს ეკუთვნის. უდიდესი წვლილი ამ საქმეში შეიტანა ჩვენმა მეუფემ, ცაგერისა და ლენტეხის მთავარეპისკოპოსმა, სტეფანე კალაიჯიშვილმა. მან დაიწყო ეს 10-12 წლის წინ.

 


„ტურიზმის განვითარების მხრივ, ლეჩხუმს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი და ამის არგამოყენება იქნება ძალიან დიდი დანაშაული, ჩემი აზრით. არის ულამაზესი ადგილები, ჩანჩქერები, ისტორიული ციხე-სიმაგრეები, არის ღვინის ტურიზმისა და ტურისტული სპორტის განვითარების საშუალება“, აცხადებს რევაზ ბენიძე და იმ თანხებს ასახელებს, რომლის მობილიზებაც ტურისტული ინფრასტრუქტურის შესაქმნელად რეგიონული განვითარების ფონდის, მუნიციპალური განვითარების ფონდისა და „მთის ფონდის“ საშუალებით მოხდება და რამაც ჯამში ნახევარ მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

 

 

 

(ლეჩხუმი, საირმე, ცირა ფრუიძის ფოტო) 

 

 


„ღვირიშის გადასახედი - 58 000 ლარი; მურის ციხეებისა და „მწვანე თეატრის“ დამაკავშირებელი ბილიკები - 233 000 ლარი; ასათიანის წყაროს კეთილმოწყობა - 99 500 ლარი; „წითელი კლდის“ მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა - 15 000 ლარი; წყალტუბო-ცაგერის 38-ე კმ-ზე მდებარე ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა - 58 200; „ცივი ქვის“ მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა - 56 000 ლარი; ცაგერი-ორბელის გადასახედი - 32 000 ლარი.

 


პროექტების უმრავლესობა წელს დასრულდება, ზოგიერთი კი, შესაძლოა, გარდამავალ პროექტთა ნუსხაში გადავიდეს. მთავარია, რომ პროექტები არსებობს, ყველა პროექტი შესყიდულია - პროექტის ტენდერი გამოვაცხადეთ და უკვე დავამთავრეთ, ახლა ხდება განხილვა ჩვენი შესაბამისი სამსახურის მიერ, შენიშვნების სტადიაზე ვართ, როგორც კი ეს დასრულდება გამზადებული პროექტი შესრულების ტენდერზე დაიდება, შემდეგ შემოვა მშენებელი კომპანია და აგვისტოში, სავარაუდოდ, დაიწყება მშენებლობები“, განაცხადა რევაზ ბენიძემ.

 

 

 

(ხვამლის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი - თამარ ლეთოდიანის ფოტო) 

 

 

მისი თქმით, ცაგერის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ადგილია ხვამლის მთა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორის, პაპუნა მარგველიძის „ძალიან დიდი მცდელობით და ხელშეწყობით, გაინიხილება საკითხი ხვამლის გზის აღდგენაზე. ეს არის 14-კილომეტრიანი მონაკვეთი ცენტრალური გზიდან და გაკეთდება კარგი გრუნტის გზა“.

 

 

 

(ხვამლობიდან მომავალნი - თამარ ლეთოდიანის ფოტო) 

 


„აქ ახლოს არის უსახელოურის ჯიშის ვაზის მიკროზონა, სადაც ულამაზესი ტერასებია. ეს ღვინის ტურიზმის განვითარებას უწყობს ხელს, მარნებს და პატარა სასტუმროებსაც აკეთებენ უკვე. ამიტომ ამ ხვამლის მთამდე მისასვლელი გზის გაკეთება მნიშვნელოვანია“, აღნიშნავს რევაზ ბენიძე.

 

 

კომენტარები: 2
#2   aluda
      
ძალიან კაკრგია თუ მართლა ეს ყველაფერი გაკეთდება ისე ლეჩხუმს ორი ულამაზესი კურორტები აქვს რაც ყველაზე მეტად უნდა განვიტარდეს ამ რეგიონში ეს არის ლაშიჭალა და ძუღური არცერთი არარის აქ ნახსენები სამწუხაროდ არადა მათი განვითარება ყველაზ ემეტ სარგებელს მოუტანს ამ რეგიონს...
2 ივლისი 2017 10:43
#1  სანდრო საღინაძე
      
ვამაყობ რომ ლეჩხუმელი ვარ. რა მაგარი ადგილები გვაქვს. შეუდარებელი სილამაზის პატრონები ვართ. ზაფხულში განსაკუთრებიტ არაფერი შეედრება აქაურობას.
30 ივნისი 2017 10:02
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი