თეთრი სახლის ოფიციოზმა განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც რუსეთზე სანქციებს აწესებს. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, პრეზიდენტმა კანონს ხელი ოთხშაბათ დილით მოაწერა.
რუსეთზე, ირანზე და ჩრდილოეთ კორეაზე ახალი სანქციების დაწესებას ცოტა ხნის წინათ შეერთებული შტატების წარმომადგენლობითმა პალატამ უყარა კენჭი, მოგვიანებით კი უკვე ანალოგიური ნაბიჯი აშშ-ის სენატმაც გადადგა.
სენატში კანონპროექტი გასულ ხუთშაბათს აბსოლუტური მხარდაჭერით, 92-2-ის წინააღმდეგ გავიდა და იგი პრეზიდენტთან ხელმოსაწერად გადაიგზავნა.
პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 30 ივლისს, სანქციების საპასუხოდ განაცხადა, რომ 755-მა ამერიკელმა დიპლომატმა უნდა დატოვოს რუსეთი და გამაფრთხილებლად აღნიშნა, რომ ვაშინგტონთან ურთიერთობები შესაძლოა გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდეს ხანგრძლივი დროის განმავლობაში. მისი ამგვარი განცხადება აშშ-ის სენატის მიერ რუსეთისადმი ახალი სანქციების დაწესებას უკავშირდება.
უფრო ადრე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოითხოვა ვაშინგტონისაგან რუსეთში წარმოდგენილ მის საელჩოში სექტემბრისთვის, თანამშრომელთა რაოდენობა 455-ამდე შეემცირებინა, იგივე რაოდენობამდე, რაც რუსეთს ჰყავს აშშ-ში.
სერგეი ლავროვის უწყებამ ასევე განაცხადა, რომ მიმდინარე წლის 1-ლი აგვისტოდან რუსეთში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მოსკოვში, დაროჟნოის ქუჩაზე და სერებრიანის ფიჭვნარში ყველა შენობის საწყობების გამოყენების უფლება ჩამოერთმევა.
Bloomberg-ი წერს, რომ ამჟამად, რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები, ცივი ომის შემდეგ, ყველაზე დაბალ ნიშნულზე დგას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.