საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გურიისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორების გადადგომასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს ეხმაურება.
კობახიძე ოპოზიციის ვარაუდზე, რომ გუბერნატორების მიერ პოსტების დატოვება არჩევნებს უკავშირდება, აცხადებს, რომ საკადრო ცვლილებები არჩევნებთან დაკავშირებული არ არის.
„საქართველოში დამთავრდა ის დრო, როცა გუბერნატორები რეგიონებში ერთგვარი კომისრის როლს თამაშობდნენ და ისინი პირდაპირ და ძალიან უხეშად იყვნენ ჩართული საარჩევნო პროცესებში. ეს მოვლენები საქართველოში დიდი ხანია აღარ ფიქსირდება. ასე რომ, საკადრო ცვლილებები არჩევნებთან დაკავშირებული არ არის”, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.