პრემიერ მინისტრი გურიისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის ახალ სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორებს რამდენიმე დღეში წარადგენს.
გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნული რეგიონების უკვე ყოფილ გუბერნატორებს - გია სალუქვაძესა და პაპუნა მარგველიძეს მადლობა გადაუხადა.
„ჩვენ შევდივართ ფაზაში, როდესაც არის ახალი გამოწვევები, გვაქვს სივრცითი განვითარების ძალიან ამბიციური გეგმა და ასეთი ცვლილებები ძალიან ბუნებრივია. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო გია სალუქვაძესა და პაპუნა მარგველიძეს ძალიან კარგი მუშაობისთვის. ისინი არიან ძალიან კარგი ადამიანები, ჩვენი გუნდის წევრები და დარწმუნებული ვარ, განაგრძობენ ჩვენს გუნდში უკვე სხვა პოზიციებზე მუშაობას", განაცხადა პრემიერ მინისტრმა და მათ წარმატებები უსურვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.