მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) განცხადებით, 2016 წლის ზაფხულთან შედარებით ესპანეთში მიგრანტების რიცხვმა სამჯერ იმატა.
როგორც BBC იუწყება, ამჟამად, ესპანეთში ჩასულია 8,385 მიგრანტი, რაც იმას ნიშნავს, რომ ესპანეთმა შეიძლება მიგრანტების რაოდენობით საბერძნეთს (11,713 მიგრანტი) გაუსწროს.
ამ ცვლილების მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ ესპანეთში ჩასასვლელი გზა უფრო უსაფრთხოა.
გასული კვირის დასაწყისში ვიდეომ დააფიქსირა როგორ გადმოდიან მიგრანტები ნავიდან ესპანეთის სანაპიროზე.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის თქმით, 2016 წელთან შედარებით, როდესაც მთელ წელიწადში 13,246 ადამიანი ჩავიდა ესპანეთში, 2017 წელს, დღემდე უკვე ჩასულია 11.849 ადამიანი.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის უფროსი წარმომადგენლის, ჯოელ მილმანის, სიტყვების ციტირება მოახდინა AFP-ს ახალი ამბების სააგენტომ: „ჩვენი აზრით, ეს ცვლილება გამოიწვია იმან, რომ ესპანეთამდე ჩასვლა მოროკოს სანაპიროს გავლით უსაფრთხოდაა მიჩნეული“.
„შესაძლებელია, რომ ესპანეთმა საბერძნეთს გადაუსწროს ამ საკითხში“, განაცხადა მილმანმა. „თუ ასე მოხდება, ეს დიდი ცვლილება იქნება“.
ევროპისკენ გრძელი გზის ამომრჩეველი მიგრანტები არიან დასავლეთ აფრიკის ქვეყნებიდან: სენეგალიდან, გამბიადან, გვინეადან და აივორის სანაპიროდან.
IOM-ის განცხადებით, ესპანეთი მაინც ჩამორჩება იტალიას, რომელმაც 9 აგვისტომდე 96,861 მიგრანტი მიიღო.
იტალიის მთავრობის ოფიციალური პირები ივლისში ათი ათასობით მიგრანტისთვის ევროკავშირის ვიზების გაცემითაც კი დაიმუქრნენ, რითაც მთავრობა მიგრანტების და ლტოლვილების მზარდი კრიზისის მოგვარებას შეეცდება, რადგან ვიზების გაცემით, ახალ შემომსვლელებს ჩრდილოეთში გამგზავრების საშუალებას მისცემენ. საუბარია 200,000 მიგრანტზე, რომელიც იტალიაში შევიდა და ევროპის გარშემო მოგზაურობას აპირებს.
AFP-ის ცნობით, სანაპიროზე ოთხშაბათს ჩასული 30 მიგრანტიდან 9 ნაპოვნია.
მიგრანტები გადაყვანილები იქნებიან მიგრანტების მიღების ცენტრებში, საიდანაც მოათავსებენ ესპანეთის თავშესაფარში.
MSF-ს განცხადებით, მიგრანტების თავშესაფრები უკვე სავსეა და ვეღარ შეიფარებს ათასობით „სასოწარკვეთილ ჩამოსულებს“.
2017 წლის დასაწყისში ათასობით ადამიანმა გამოხატა პროტესტი და მიმართა ესპანეთის მთავრობას, რომ ნება მისცეს სხვა ქვეყნების მოსახლეობას, ისეთის მაგალითად, როგორიცაა სირია, თავი დააღწიოს ომს და უბედურებას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.