იტალია 200,000 მიგრანტისთვის ევროკავშირის ვიზის მიცემას ფიქრობს, რამაც შესაძლოა სერიოზულად დაძაბოს ურთიერთობები მეზობელ საფრანგეთთან და ავსტრიასთან
17-07-2017, 02:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

იტალიის მთავრობის ოფიციალური პირები ათი ათასობით მიგრანტისთვის ევროკავშირის ვიზების გაცემით დაიმუქრნენ, რითაც მთავრობა მიგრანტების და ლტოლვილების მზარდი კრიზისის მოგვარებას შეეცდება, რადგან ვიზების გაცემით, ახალ შემომსვლელებს ჩრდილოეთში გამგზავრების საშუალებას მისცემენ. „თაიმსის“ ცნობით, საუბარია 200,000 მიგრანტზე, რომელიც იტალიაში შევიდა და ევროპის გარშემო მოგზაურობას აპირებს.

 


როგორც ბრიტანული „დეილი მეილი“ წერს, იტალიამ უწინ მოუწოდა თავის ევროკავშირის მეზობლებს დახმარებოდნენ მზარდი ჰუმანიტარული კრიზისის გადაჭრაში, მაგრამ ის იმედგაწბილებული დარჩა მეზობლების უმოქმედობით.

 


თავისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო იტალია ერთ-ერთი პირველი პუნქტია, რომელსაც სამხრეთიდან გამოქცეული ადამიანები ევროპაში შესასვლელად იყენებენ.

 


მხოლოდ მიმდინარე წელს, უკვე 86,000 მიგრანტი შევიდა ხმელთაშუა ზღვიდან იტალიაში და ქვეყანა ვერ უმკლავებდა ჩრდილოეთ აფრიკიდან შემომავალ მიგრანტების მზარდ ნაკადებს.

 

 

 


ამჟამად ასეულობით თავშესაფრის მაძიებელია თავმოყრილი მთელი იტალიის გასწვრივ პატარა სოფლების გადაჭედილ ცენტრებში, რომელთაც ადგილობრივებმა მეტსახელად „ადამიანთა საწყობები“ შეარქვეს.

 


ევროპული საბჭოს მთავარმა ანალიტიკოსმა საგარეო ურთიერთობების საკითხებში მატილა ტოალდომ „თაიმსს“ უთხრა: „თუკი მიგრანტები შემოსვლას განაგრძობენ და იტალია გადაწყვეტს, რომ მათ მისცეს საბუთები იტალიის დასატოვებლად და საზღვრის გადასაკვეთად, ეს უკიდურესი არჩევანი იქნება. იტალიელებმა ევროკავშირიდან დახმარების მიღების ყველანაირი იმედი დაკარგეს და მათ შესაძლოა თქვან: ‘თუ თქვენ არ გახდით ამას საერთო გამოწვევად, მაშინ ჩვენ გავხდით“.

 


იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მარიო გირომ და მმართველი „დემოკრატიული პარტიის“ სენატორმა ლუიჯი მანჩონიმ „თაიმსს“ უთხრეს, რომ მიგრანტებზე დროებითი ვიზების გაცემის საკითხი განხილვების ქვეშაა.

 


გირო დარმწუნებულია, რომ იტალიას შეუძლია გამოიყენოს „ევროპული საბჭოს დირექტივა 2001/55“, რომელიც ბალკანეთის კონფლიქტის შემდეგ განვითარდა, რაც დიდი რაოდენობით იძულებით გადაადგილებულ პირთათვის ევროპაში დროებითი შესვლის უფლების მიცემის საშუალებას იძლევა. და თუ იტალია ნამდვილად ამგვარი ქმედებისკენ აიღებს კურსს, შენგენის სქემის მხარდაჭერა, რაც ევროკავშირის ყველა მოქალაქეს კონტინენტის გარშემო თავისუფლად გადაადგილების უფლებას რთავს, შესაძლოა საფრთხის ქვეშ აღმოჩნდეს.

 


ამან შესაძლოა სერიოზულად დაძაბოს ურთიერთობები მეზობელ საფრანგეთთან და ავსტრიასთან, რომელთაც ადრე იმ მიგრანტების უკან გასაბრუნებლად, რომლებიც ამ მარშრუტით ცდილობდნენ შესვლას, ძაღლები და დაჯავშნული სატრანსპორტო საშუალებები გამოიყენეს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი