შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რასიზმის წინააღმდეგ უმკაცრესად გაილაშქრა მას შემდეგ რაც ვირჯინიის ქალაქ შარლოტსვილში მომხდარი არეულობებისას შაბათს ერთ-ერთი პროტესტანტი დაიღუპა.
„რასიზმი ბოროტებაა და ისინი ვინც მისი სახელით არეულობებს აწყობენ, კრიმინალები და ყაჩაღები არიან“, უთხრა მან რეპორტიორებს თეთრ სახლში.
როგორც BBC იუწყება, პრეზიდენტმა თქვა, რომ კუ-კლუქს-კლანელები, ნეო-ნაცისტები და თეთრკანიანთა უპირატესობის მომხრენი არიან ყველაფერ იმასთან „შეუთავსებელნი“, რასაც ამერიკელები ძვირფასად მიიჩნევენ.
შაბათს შარლოტსვილში 32 წლის ქალი დაიღუპა და 19-მა სხვა ადამიანმა დაზიანებები მიიღო, როცა 20 წლის ახალგაზრდა მამაკაცი იმ ადამიანთა ჯგუფში, რომლებიც თეთრკანიანთა წინააღმდეგ კონტრაქციას მართავდა, ავტომანქანით შევარდა.
„ჩვენ ვგმობთ სიძულვილის, ფანატიზმის და ძალადობის ამ აღმაშფოთებელ გამოვლენას. მისი ადგილი ამერიკაში არ არის“, თქვა ტრამპმა.
მან პატივი მიაგო შაბათს დაღუპულ 32 წლის ქალს და ასევე ორ პოლიციელს, რომლებიც ძალადობის ჩასახშობად თავიანთ კოლეგებს ეხმარებოდნენ, როცა მათმა ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.