საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა სავარაუდოდ მასსა და „ავაკოვს“ შორის სატელეფონო საუბრის შესახებ კომენტირებისას თქვა, რომ სატელეფონო ჩანაწერებთან დაკავშირებით „ჩვენ კომენტარი გავაკეთეთ, ამაზე მეტი, მე მგონი, ზედმეტად თავის მართლება გამოვა, მინდა გითხრათ, რომ დარდიც არ მაქვს“.
„თუ საჭირო გახდა ჩაატარონ გამოძიება, ექსპერტიზები, მე გეტყვით, რომ ФСБ-ს აგენტები და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ორკესტრირებულად უტევენ ხელისუფლებას და ეს არის ჩვენს შესასუსტებლად აგორებული ანტიპიარი“, განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის და „უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის არსენ ავაკოვის“ აუდიო სატელეფონო ჩანაწერში, რომელიც ვებგვერდმა Страна.ua -მ ექსკლუზიურად გამოაქვეყნა და რომლის ნამდვილობა ჯერჯერობით არ არის დადასტურებული, მღებრიშვილი ყალბ ავაკოვს, სინამდვილეში პრანკერ ლექსუსს (ალექსეი სტოლიაროვს) ეუბნება, რომ კონსულტაციები გაიარა „თავის ბიჭებთან“, მათ შორის პროკურორთან და აქვს „დიდი თხოვნა“ (ჩანაწერის მე-6 წუთიდან), რომ თუკი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გამოჩნდება უკრაინაში, იგი თბილისს არ გადმოსცენ, რადგან „მისგან საქართველოში გმირის შექმნა“ არ უნდათ.
ალექსეი სტოლიაროვმა, რომელიც ცნობილია, როგორც ლექსუსი, რადიოსადგურ „Говорит Москва“-სთან საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილთან უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, არსენ ავაკოვის სახელით ჩაწერილი სატელეფონო საუბარი ნამდვილია და ის „შეუძლია გადასცეს ნებისმიერ ექსპერტიზას“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.