საქართველოს შს მინისტრის და უკრაინის ყალბი შს მინისტრის, ავაკოვის სატელეფონო ჩანაწერი გავრცელდა, სადაც მღებრიშვილი მის უკრაინელ „კოლეგას“ სთხოვს, რომ სააკაშვილი ქართულ მხარეს არ გადმოსცენ
13-08-2017, 03:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის და „უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის არსენ ავაკოვის“ აუდიო სატელეფონო ჩანაწერში, რომელიც ვებგვერდმა Страна.ua -მ ექსკლუზიურად გამოაქვეყნა და რომლის ნამდვილობა ჯერჯერობით არ არის დადასტურებული, მღებრიშვილი ყალბ ავაკოვს, სინამდვილეში პრანკერ ლექსუსს (ალექსეი სტოლიაროვს) ეუბნება, რომ კონსულტაციები გაიარა „თავის ბიჭებთან“, მათ შორის პროკურორთან და აქვს „დიდი თხოვნა“ (ჩანაწერის მე-6 წუთიდან), რომ თუკი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გამოჩნდება უკრაინაში, იგი თბილისს არ გადმოსცენ, რადგან „მისგან საქართველოში გმირის შექმნა“ არ უნდათ.

 


მღებრიშვილი, რომელსაც სჯერა რომ ავაკოვს ესაუბრება ამბობს: „პრემიერმა მე მითხრა, რომ ეს პატივცემული ადამიანი, რა ყ...ედ გვჭირდება, მაპატიეთ გამოთქმისთვის. იგი მხოლოდ ავანტიურით არის დაკავებული და მეტი არაფრით“.

 


ყალბი ავაკოვის და მღებრიშვილის თავდაპირველი საუბარი წყდება და შემდეგ ახალი საუბარი გრძელდება, სადაც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი საქართველოს პროკურორთან და სხვებთან თათბირის შედეგებზე საუბრობს.

 

 

 


„ჩვენ ვითათბირეთ. მე მექნება თხოვნა. თუკი ეს არამზადა თქვენთან გამოჩნდება, დაე იყოს ის იქ, როგორც ბომჟი, ვიდრე იჯდეს საქართველოში ციხეში... ჩვენ მისგან გმირის შექმნა არ გვინდა. აქ ყველაფერი დამშვიდდა, სტაბილიზირებულ იქნა. თუკი ის აქ გამოჩნდება, დაიწყება რაღაც მღელვარებები... თუკი ის თქვენთან გამოჩნდება, არ გადმოგვცეთ, გესმით ხომ ჩემი?“ ეუბნება მღებრიშვილი ყალბ ავაკოვს.

 


მღებრიშვილი ჩანაწერში ავაკოვის სახელით მოსაუბრე პირს ასევე ეუბნება, რომ არ სჯერა სააკაშვილის უკრაინაში ჩასვლის, რადგან მას „ეშინია“.

 


ყალბი ავაკოვი აწყვეტინებს: ის ახლა პოლონეთშია.

 


მღებრიშვილი: კი ვიცი, რომ პოლონეთშია.

 


მღებრიშვილი „ავაკოვს“ ეუბნება, რომ საკითხი პოროშენკოსა და კვირიკაშვილის შეხვედრაზე იქნა განხილული და „ჩვენმა პრემიერმა კონკრეტულად უთხრა პრეზიდენტს, რომ ის ჩვენ აქ არ გვჭირდება. ზუსტად გავიმეორებ მე სიტყვებს, რაც უთხრა მას: ‘ახლა აქ ყველაფერი სტაბილიზებულია, დაწყნარებულია და მისგან ჩვენ, ციხეში ჩასმით გმირს არ შევქმნით“.

 


ჩანაწერის მიხედვით, მღებრიშვილი სატელეფონო საუბრის ბოლოს ამბობს, რომ სააკაშვილი „გასტროლიორია და დაე იგასტროლიოროს“.

 

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩანაწერთან დაკავშირებით ჯერჯერობით განცხადება არ გაუვრცელებია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი