აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ჯორჯ ეიჩ დაბლიუ ბუშმა და ყოფილმა პრეზიდენტმა ჯორჯ დაბლიუ ბუშმა თეთრკანიანთა უპირატესობის მომხრეებისა და ნეო-ნაცისტების შარლოტსვილში გამართული მარშირების შემდეგ, ერთობლივ იშვიათ განცხადებაში ოთხშაბათს გამოაცხადეს, რომ ამერიკელებმა უარი უნდა თქვან „სიძულვილის ყველა ფორმაზე“.
„ამერიკამ ყოველთვის უნდა უკუაგდოს რასობრივი ფანატიზმი, ანტი-სემიტიზმი, და სიძულვილის ყველა ფორმა“, ნათქვამია მამა-შვილის განცხადებაში, რომელიც ორივე მათგანის ოფისმა გამოაქვეყნა.
„მაშინ როცა ჩვენ ვლოცულობთ შარლოტსვილისთვის, ჩვენ უნდა გვახსოვდეს ფუნდამენტური სიმართლე ქალაქის ყველაზე ცნობილი მოქალაქისაგან, რაც დამოუკიდებლობის დეკლარაციაშია ასახული: ჩვენ ყველანი შექმნილები ვართ თანაბრად და მონიჭებული გვაქვს ხელშეუვალი უფლებები ჩვენი შემქმნელისაგან“, აცხადებენ ბუშები და იმოწმებენ თომას ჯეფერსონს. „ჩვენ ვიცით, რომ ეს სიმართლე სამარადისოა, რადგან ჩვენ ვიხილეთ წესიერება და სიდიადე ჩვენი ქვეყნისა“.
ყოფილი პრეზიდენტების ერთობლივი განცხადება ერთი დღის შემდეგ გავრცელდა რაც პრეზიდენტმა ტრამპმა ორივე მხარეს დასდო ბრალი შარლოტსვილის ძალადობაში, რომლის დროსაც ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა, როცა კონტრ-პროტესტანტების ჯგუფში 20 წლის მამაკაცი ავტომანქანით შევარდა.
ბუშების ერთობლივი განცხადებები იშვიათობაა. დღემდე მათ ეს სულ მცირე ერთხელ -2013 წელს გააკეთეს, როცა მასაჩუსეტის გუბერნატორი პოლ სელუში გარდაიცვალა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.