შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ფლოტის განცხადებით, სინგაპურის სანაპიროსთან ამერიკული გამანადგურებლის ნავთობსასხმელ გემთან შეჯახების შედეგად ხუთმა მეზღვაურმა დაზიანებები მიიღო, ხოლო 10 მეზღვაური დაკარგულად არის გამოცხადებული.
BBC -ის ცნობით, ამერიკული გამანადგურებელი USS John S McCain სინგაპურის აღმოსავლეთით მიცურავდა და ემზადებოდა პორტში გასაჩერებლად, როცა იგი ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ გემს შეეჯახა.
სინგაპურის სანაპიროსთან ამ დროისთვის მასშტაბური სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.
ეს ამერიკული გამანადგურებლის მეორე სერიოზული შეჯახებაა ბოლო თვეებში.
შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ფლოტმა გასული კვირის ბოლოს განაცხადა, რომ ათეულობით მეზღვაურს დისციპლინარულ სასჯელს გამოუცხადებს მას შემდეგ, რაც ივნისში, იაპონიის ტერიტორიულ წყლებში USS Fitzgerald-ის ფილიპინების გემთან შეჯახების შედეგად შვიდი მეზღვაური დაიღუპა.

ამჟამინდელი შეჯახება გამთენიისას, ადგილობრივი დროით 05:24 საათამდე მოხდა.
მალაიზიური სამხედროს-საზღვაო ფლოტის ხელმძღვანელმა ადმ აჰმად კამარულზამან აჰმად ბადარუდინმა „თვითერზე“ ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც ჩანს, რომ ამერიკულ გემს ნახვრეტი ზურგის, პორტის მხარეს აქვს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.