ამერიკულ გამანადგურებელზე 7 მეზღვაურის დაღუპვის შემდეგ, აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტი ათეულობით მეზღვაურის დასჯას აპირებს
19-08-2017, 02:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ფლოტმა განაცხადა, რომ ათეულობით მეზღვაურს დისციპლინარულ სასჯელს გამოუცხადებს მას შემდეგ, რაც USS Fitzgerald-ის შეჯახების შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა.

 


ამერიკული გამანადგურებელი ფილიპინების კონტეინერმზიდს იაპონიის ტერიტორიულ წყლებში ივნისში დაეჯახა.

 


როგორც BBC იუწყება, საზღვაო ოპერაციების უფროსის მოადგილემ, ადმირალმა ბილ მორანმა განაცხადა, რომ გემის მეთაური და ეკიპაჟის ორი მთავარი ოფიცერი გემზე აღარ იმსახურებენ.

 


ფილიპინების დროშის მქონე კონტეინერმზიდი „ACX Crystal“-ი ამერიკულ გამანადგურებელ „USS Fitzgerald“-ს 17 ივნისს შეეჯახა, რის შედეგადაც გამანადგურებელი ის ნაწილი, რომელიც წყლის ქვეშ იყო მოქცეული, ღრმად გაიჭრა, რამაც ქვედა გემბანების დატბორვა გამოიწვია.

 


დაღუპული მეზღვაურები, რომელთა ასაკიც 19-დან 37 წელს შეადგენდა, თავიანთ საწოლებში იპოვეს მას შემდეგ, რაც მყვინთავებმა ხომალდის დაზიანებული ნაწილების ნახვა შეძლეს.

 


მეთაური თავის ოთახში იყო მომწყვდეული და 5 მეზღვაურს კარების უროთი გატეხვა მოუწია.

 


ინციდენტის შესახებ განცხადებაში წერია: „კარის შემტვრევის შემდეგაც კი ნამსხვრევების და ავეჯის ისეთი დიდი რაოდენობა იყო კარებთან მიყრილი, რომ შესასვლელ-გამოსასვლელი გზა მთლიანად იყო ჩახერგილი“.

 


„ACX Crystal“-მა მცირე დაზიანებები მიიღო. კონტეინერმზიდის ეკიპაჟს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნებოდათ.

 


„შეჯახების თავიდან არიდება შესაძლებელი იყო. ორივე გემმა ზღვაოსნობის ცუდი ოსტატობა აჩვენა“, ნათქვამია შეერთებული შტატების მე-7 სამხედრო ფლოტის განცხადებაში.

 


შეჯახების მიზეზის დასადგენად გამოძიება გრძელდება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი