თვეების განმავლობაში იმის შესახებ ვარაუდების გამოთქმების შემდეგ, თუ როგორ მიუდგებოდა პრეზიდენტი ტრამპი ავღანეთს, მისმა ახალმა სტრატეგიამ ამერიკის ყველაზე ხანგრძლივად მიმდინარე ომზე ნათელი გახადა, რომ მისი ადმინისტრაცია ავღანეთიდან არა თუ გამოსვლას, არამედ იქ ჯარების დამატებას და „გამარჯვებამდე ბრძოლას“ აპირებს.
როგორც BBC-ს იუწყება, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპს პირდაპირ არ დაუსახელებია აშშ-ის სამხედრო კონტინგენტის ავღანეთში გაზრდის თაობაზე, მან მწვანე შუქი აუნთო შეერთებული შტატების ჯარისკაცებს ავღანეთში წასასვლელად.

„Reality Check“-მა გადაწყვიტა გამოეკვლია რომელი ქვეყანა იღებდა ავღანეთის სამხედრო მისიებში მონაწილეობას და როგორ შეიცვალა ჯარისკაცების რაოდენობა შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 16 წლის განმავლობაში.
სხვა ქვეყნებთან შედარებით, შეერთებულ შტატებს ამ დროისთვის ყველაზე მეტი ჯარისკაცი ჰყავს ავღანეთში განლაგებული.
ამერიკელ სამხედრო პერსონალთა უმრავლესობა ნატო-ს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიასთან ერთად მუშაობს, რომლის შემადგენლობაშიც 39 სახელმწიფოს (სრული სია იხილეთ სტატიის ბოლოს) სამხედროები არიან გაერთიანებული და რომლებიც ავღანეთის უსაფრთხოების ძალების წვრთნის, რჩევის და დახმარების მისიას ასრულებენ.
ამჟამინდელი ოფიციალური მონაცემებით, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში 13,576 სამხედროა ჩართული.
შეერთებული შტატების ჯარების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც არ იღებს მონაწილეობას ნატოს მისიებში, ანტი-ტერორისტულ ოპერაციებს ახორციელებს.

ამ სიაში ჩანს, რომ საქართველო მე-4 ადგილზეა, აშშ-ის, იტალიის და გერმანიის შემდეგ, და მას თურქეთი, რუმინეთი, დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია, ჩეხეთის რესპუბლიკა და პოლონეთი მოჰყვებიან.
2011 წლის ნატო-ს საბრძოლო მისია, რომელშიც 130,000-ზე მეტი ჯარისკაცი მონაწილეობდა, 2014 წლის დეკემბერში დასრულდა.
ნატო-ს წევრთაგან რამდენიმე უმდიდრესი ქვეყანა, როგორიცაა საფრანგეთი და კანადა, უკვე ჯარისკაცებს ავღანეთში აღარ აგზავნის. 2011 წელს, ომის მძვინვარე ფაზის პერიოდში დიდ ბრიტანეთს ავღანეთში 9,500 ჯარისკაცი, მისი კონფლიქტის ზონაში ყოფნისას ყველაზე მაღალი რაოდენობა ჰყავდა. ამჟამად კი მას მხოლოდ 500 ჯარისკაცი ჰყავს ნატო-ს სწავლებისა და დახმარების მისიაში.
თუმცა, გასული წლის განმავლობაში, „თალიბანმა“ მნიშვნელოვან ტერიტორიულ უპირატესობას მიაღწია და უსაფრთხოების ინციდენტებმა 2007 წლის შემდეგ თავიანთ უმაღლეს საფეხურს მიაღწია.

თებერვალში, ავღანეთში შეერთებული შტატების სამხედრო ძალების მეთაურმა, გენერალმა ჯონ ნიკოლსონმა სენატის კომიტეტს განუცხადა, რომ რამდენიმე ათასი ჯარისკაცის დახმარება იყო საჭირო „გამოუვალი მდგომარეობის“ გასარღვევად.
ჯერჯერობით უცნობია რამდენ ჯარისკაცს გაგზავნის ტრამპი ავღანეთში. ნავარაუდევია, რომ რიცხვი 4,000-ს მიაღწევს და ახალი ძალები იქ უკვე მყოფ 8,300 ამერიკელ სამხედროს შეუერთდებიან.
რამდენიმე ათასი ჯარისკაცის დამატების მიუხედავად, შეერთებული შტატების ჯარისკაცთა რაოდენობა მაინც საგრძნობლად ჩამოუვარდება გასულ წლებში მათ რაოდენობას.
მაშინ როცა შეერთეებულმა შტატებმა 2003 წლის მაისში „თალიბანზე“ მთავარი გამარჯვება გამოაცხადა, ავღანეთის ახალი მთავრობა იბრძოდა კონტროლის დასამყარებლად და თალიბანის მებრძოლები შეჯგუფდნენ.
პრეზიდენტმა ობამამ 2009 წელს ავღანეთში დამატებით 30,000 ჯარისკაცის გაგზავნის შესახებ გამოაცხადა და 2011 წლისთვის ამერიკელი ჯარისკაცების რაოდენობამ 100,000-ს მიაღწია.
ამერიკის შეერთებული შტატები - 6,941
იტალია - 1,037
გერმანია - 980
საქართველო - 872
თურქეთი - 659
რუმინეთი - 587
გაერთიანებული სამეფო - 500
ავსტრალია - 270
ჩეხეთის რესპუბლიკა - 223
პოლონეთი - 198
მაკედონია, ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა - 139
სომხეთი - 121
მონღოლეთი - 120
ჰოლანდია - 100
დანია - 97
ხორვატია - 95
აზერბაიჯანი - 94
ბულგარეთი - 92
უნგრეთი - 90
ალბანეთი - 83
ბელგია - 62
ბოსნია-ჰერცოგოვინა - 55
ნორვეგია - 42
სლოვაკეთი - 38
ფინეთი - 29
შვედეთი - 25
ლატვია - 22
ლიტვა - 21
მონტენეგრო - 18
ავსტრია - 10
ახალი ზელანდია - 10
პორტუგალია - 10
უკრაინა - 10
ესპანეთი - 8
სლოვენია - 7
საბერძნეთი - 4
ესტონეთი - 4
ისლანდია - 2
ლუქსემბურგი - 1
სულ - 13,576
[წყარო: ნატო]
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.