პრეზიდენტმა ტრამპმა ავღანეთის ახალი სტრატეგია გამოაცხადა და „გამარჯვებამდე ბრძოლის“ აღთქმა დადო
22-08-2017, 00:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების ნაჩქარევი გამოსვლა ავღანეთიდან ტერორისტებისთვის ცარიელ ადგილს დატოვებდა. მან თქვა, რომ მისი თავდაპირველი ინსტინქტი აშშ-ის ძალების გამოყვანა იყო, მაგრამ ამის ნაცვლად გადაწყვიტა დარჩენა და „გამარჯვებამდე ბრძოლა“, რომ თავიდან იყოს აცილებული ერაყში დაშვებული შეცდომები.

 


„ამერიკა იმუშავებს ავღანეთის მთავრობასთან იმ ხანგრძლივობით, რა ხანგრძლივობითაც ჩვენ შევხედავთ თავდადებას და პროგრესს“, განაცხადა მან.

 


ტრამპმა ასევე გააფრთხილა პაკისტანი რომ შეერთებული შტატები უკვე აღარ იქნება შემწყნარებელი ქვეყნისადმი, რომელიც „უსაფრთხო თავშესაფრებს“ სთავაზობს ექსტრემისტებს, განაცხადა რა, რომ ქვეყანა „გაცილებით მეტს დაკარგავს“, თუკი ის არ დადგება ამერიკელების გვერდით.

 


„ჩვენ პაკისტანს მილიარდობით და მილიარდობით დოლარს ვუხდით - ამავე დროს ისინი იმ ტერორისტებს აბინავებენ, რომელთაც ჩვენ ვებრძვით“, განაცხადა მან.

 


ბრალდება სწრაფად უარყო პაკისტანის არმიის წარმომადგენელმა, გენერალ-მაიორმა ასიფ ჩაფურმა, რომელმაც რეპორტიორებს განუცხადა: „პაკისტანში არ არსებობს ტერორისტების თავშესაფრები. ჩვენ ყველა სახის ტერორსტის, მათ შორის ჰაქანის ქსელის წინააღმდეგ ვოპერირებთ“.

 


ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ შეერთებული შტატები შეეცდება უფრო მძლავრი პარტნიორობის ჩამოყალიბებას ინდოეთთან.

 


ამასობაში, ტრამპმა მკაფიოდ განაცხადა, რომ იგი მოელის მისი არსებული მოკავშირეებისაგან, რომ მხარს დაუჭერენ მის ახალ სტრატეგიას, უთხრა რა მათ, რომ მას სურს გაზარდონ ამერიკის მოკავშირებმა თავიანთი ქვეყნების წვლილი „ჩვენი დონის შესაბამისად“.

 


შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა განცხადებაში დაადასტურა, რომ აშშ-ის „რამდენიმე“ მოკავშირემ უკვე გამოხატა „თავდადება, გაზარდონ თავიანთი ჯარების რაოდენობა“. მაგრამ ტრამპმა უარი თქვა იმის დაზუსტებაზე, თუ რა რაოდენობის დამატებითი ამერიკელი ჯარისკაცი იქნება განლაგებული ავღანეთში. მოელოდნენ, რომ იგი იტყოდა, რომ დამატებით 4,000 ამერიკელი სამხედრო იქნებოდა გაგზავნილი ავღანეთში - რაოდენობა, რომელიც ავღანეთში შეერთებული შტატების უმაღლესმა მეთაურმა, გენერალმა ჯონ ნიკოლსონმა მოითხოვა.

 


წინა ადმინსტრაციების კრიტიკისას, ტრამპმა განაცხადა: „ჩვენ არ ვისაუბრებთ რაოდენობის თუ გეგმების შესახებ“. მიუხედავად ამისა, ტრამპმა განაცხადა, რომ „ალ-ყაიდას“ და „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში ესკალაცია იქნება.

 


„[მათ] უნდა იცოდნენ, რომ მათ არსად არ აქვთ დასამალი - რომ არ არსებობს ადგილი, რომელსაც ამერიკული შეიარაღება ვერ მისწვდება“, განაცხადა მან.

 


ტრამპი უწინ მხარს უჭერდა კონფლიქტის ზონიდან, რომელიც პრეზიდენტ ჯორჯ დაბლიუ ბუშის პრეზიდენტობის დროს, 2001 წელს 9 სექტემბერს ამერიკაზე ტერორისტული თავდასხმების შემდეგ დაიწყო, ჯარების გამოყვანას. მაგრამ მისი თავდაცვის მდივანი ამტკიცებდა, რომ ამერიკის სამხედრო ძალების ყოფნა საჭირო იყო ისლამისტი მებრძოლების საფრთხეებთან ბრძოლისათვის.

 


თავდაცვის მდივანმა, გენერალმა მატისმა, რომელიც ავღანეთს შაბათ-კვირას სტუმრობდა, განაცხადა, რომ ადმინისტრაციის ახალი სტრატეგიით კმაყოფილია.

 


თეთრი სახლის სტრატეგიის ყოფილი მრჩეველი სტივ ბანონი მოუწოდებდა აშშ-ის ძალების გამოყვანისაკენ, ამტკიცებდა რა, რომ ამ ომში გამარჯვება შეუძლებელი იყო, მაგრამ ის პრეზიდენტმა პარასკევს თანამდებობიდან გაათავისუფლა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი