ახალციხის მიტროპოლიტი: თუ ჩვენ ერთად ვიქნებით, ერი და ბერი, აუცილებლად მოვერევით ამ განსაცდელს
29-08-2017, 03:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თუ ჩვენ ერთად ვიქნებით, ერი და ბერი, აუცილებლად მოვერევით ამ განსაცდელს, რომელიც ძალიან გახშირდა საქართველოში, განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა, მეუფე თეოდორემ.

 

 

მეუფემ აღნიშნული განაცხადება გააკეთა ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირში, სადაც ამ წუთებში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

 


„ჩვენი მონდომება მთავარი, ჩვენ გვინდა გვერდში დავუდგეთ ყველა იმ ადამიანს, რომელიც შრომობს ძალიან მძიმე პირობებში. როგორც ჩვენ ვიცით, ძალიან ძნელად მისადგომი ადგილია და რთულ ადგილას არის ხანძარი. თითოეული ჩვენთაგანი, მთელი ეპარქიის სამღვდელოება, ვლოცულობთ, აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალი თანამავალი იყოს თითოეული ჩვენთაგანისა", განაცხადა მიტროპოლიტმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

 

ახალციხის მუნიციპალიტეტში ჩავიდა დღეს შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი.

 

 

მისი თქმით, ხანძრის მასშტაბები დიდი არ არის - ლოკალიზება უახლოეს პერიოდში მოხდება.

 

 

შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, ხანძრის ქრობის პროცესში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვეტმფრენი ჩაერთო.

 


ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირის მიმდებარედ, მთის ფერდობზე ხანძარი გუშინ გაჩნდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი