გიორგი მღებრიშვილი: ახალციხის ტყეში ხანძრის მასშტაბები დიდი არ არის - ლოკალიზება უახლოეს პერიოდში მოხდება
29-08-2017, 02:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ახალციხის მუნიციპალიტეტში ჩავიდა. მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ სოფელ სვირის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყეში გაჩენილი ხანძარი მასშტაბური არ არის.

 

 

მღებრიშვილი ფიქრობს, რომ ცეცხლის ლოკალიზება უახლოეს პერიოდში მოხდება.

 

 

„ხანძრის ლოკალიზება უახლოეს პერიოდში მოხდება. ადგილზე  ჩვენ მობილიზებული გვყავს სასაზღვრო პოლიციის კავშირგაბმულობის დანაყოფი, რომელსაც პირდაპირი კონტაქტი აქვს ვერტმფრენთან. ჩვენ რუკები დავამუშავეთ და კონკრეტული კოორდინატები ავიღეთ - მივაწოდეთ ავიაციას და უკვე წერტილოვნად ხდება წყლის დასხმა. სისტემა მთლიანად აწყობილია შემიძლია გითხრათ. სახანძრო მანქანები მოძებნეს, ასე ვთქვათ, სათადარიგო გზები - ტყეში არიან შიგნით ღრმად შესულები, გაშლილი არის შესაბამისად მილები წყლის და ხდება ხანძრის აქტიური ქრობა. წიწვოვან ნაწილს თუ ცეცხლი ეხება, ეს ყოველთვის პრობლემა არის, მაგრამ ჩვენ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თავს ვიზღვევთ ყველანაირად. მობილიზებულები ვართ. რამე საშიშროება ამ ეტაპზე არ არსებობს. ხანძრის მასშტაბები დიდი არ არის. ტერიტორია მიუვალია, მაგრამ არ არსებობს ისეთი ადგილი, სადაც ადამიანი ვერ მიუდგება", განუცხადა გიორგი მღებრიშვილმა მედიის წარმომადგენლებს.

 

 

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირის მიმდებარედ, მთის ფერდობზე ხანძარი გუშინ გაჩნდა.

 

 

შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, ხანძრის ქრობის პროცესში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვეტმფრენი ჩაერთო.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი