ჰილარი კლინტონი ამტკიცებს, რომ ვლადიმერ პუტინს მის მიმართ „პირადი შურისძიება“ ამოძრავებდა, რაც მისი მეუღლის, ბილ კლინტონის პრეზიდენტობისას გატარებულ პოლიტიკას უკავშირდება
13-09-2017, 01:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი „დემოკრატიული პარტიიდან“ ჰილარი კლინტონი, რომელიც 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში „რესპუბლიკელ“ დონალდ ტრამპთან დამარცხდა, ამტკიცებს, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მასთან მიმართებაში „პირადი შურისძიება“ ამოძრავებდა, რაც მისი მეუღლის, ბილ კლინტონის პრეზიდენტობისას გატარებულ პოლიტიკას უკავშირდება.

 


„უდავოა, რომ იყო კომუნიკაცია, და უდავოა, რომ იყო გარკვეული გაგება. იმიტომ, რომ მე არ მაქვს ეჭვები, რომ პუტინს უნდოდა, რომ მე წამეგო და ტრამპს მოეგო... მე არ მაქვს ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ ტრამპის საარჩევნო კამპანიის შტაბი და სხვა თანაშემწეები ძალიან გულმოდგინედ მუშაობდნენ, რომ დაემალათ თავიანთი კავშირები რუსებთან“, განაცხადა ჰილარი კლინტონმა გაზეთ USA Today-სთან ინტერვიუში თავის წიგნზე, სახელწოდებით - „რა მოხდა“ საუბრისას და, იმასთან დაკავშირებით კომენტირებისას, სჯერა თუ არა ტრამპის ბანაკის შეთქმულებისა, თქვა: „მე ამაში დარწმუნებული ვარ“.

 


ჰილარი კლინტონის ვერსიით, პუტინმა დაიწყო „პირადი ვენდეტა“ მასთან მიმართებაში მას შემდეგ რაც ბილ კლინტონის პრეზიდენტობის დროს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები ნატო-ში ჩაერთვნენ. „მიუხედავად ამისა, მე ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ მას ეყოფოდა გამბედაობა განეხორციელებინა მსხვილმასშტაბიანი ფარული თავდასხმა ჩვენს დემოკრატიაზე, პირდაპირ ჩვენ ცხვირწინ - და ის, რომ მას ამაში წარმატება ექნებოდა“, აღნიშნა კლინტონმა, როგორც ამას „რია ნოვოსტი“ ამერიკულ გამოცემაზე დაყრდნობით წერს.

 


ინტერვიუში კლინტონმა ასევე განაცხადა, რომ არსებობს მოლოდინი, რომ „რუსული კიბერთავდახმის“ შესახებ კიდევ ბევრი რამ გახდება ცნობილი.

 


მას შემდეგ რაც მიმდინარე წლის დასაწყისში, ტრამპის ინაუგურაციამდე ორი კვირით ადრე, აშშ-ის ეროვნული დაზვერვის, CIA-ის, FBI-ის ანგარიში გამოქვეყნდა, რომელიც ირწმუნებოდა, რომ ვლადიმერ პუტინმა ბრძანება გასცა წამოეწყოთ ტრამპის დასახმარებელი კიბერ კამპანია, კონგრესი დამოუკიდებელ გამოძიებას ატარებს იმასთან დაკავშირებით, ჩაერია თუ არა მოსკოვი აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის სასარგებლოდ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი