ირანმა განაცხადა, რომ 10-ტონიანი ბომბი შექმნა და „თუკი აშშ-ს ყველა ბომბის დედა აქვს, მაშინ ირანს ყველა ბომბის მამა აქვს“
17-09-2017, 07:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ირანის სამხედრო-კოსმოსური ძალების მეთაურმა ამირ ალი ხაჯიზადემ განაცხადა, რომ ირანს თავის მიერ წარმოებული 10-ტონიანი არაბირთვული ბომბი აქვს და მას „ყველა ბომბის მამა“ უწოდა - აშშ-ის არაბირთვული სუპერ-მძლავრი ბომბის ანალოგიით.

 


თავდაცვითი ინდუსტრიის ორგანიზაციამ სამხედრო-კოსმოსური ძალების დავალებით აწარმოა ბომბი, რომლის წონა დაახლოებით 10 ტონაა და რომელიც შესაძლოა, რომ ჩამოგდებული იყოს „ილიუშინის“ ვერტმფრენებიდან“, განაცხადა ხაჯიზადემ ტელეკომპანია IRIB-თან ინტერვიუში და დასძინა, რომ ბომბს ძალიან დიდი გამანადგურებელი შესაძლებლობები აქვს.

 


როგორც რუსული სააგენტო „რია ნოვოსტი“ იტყობინება, ირანის არმიის მაღალჩინოსანმა ტელეკომპანიის ეთერში ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც მას მისივე სიტყვების - „თუკი შეერთებულ შტატებს ყველა ბომბის დედა აქვს, მაშინ ირანს ყველა ბომბის მამა აქვს“ - კომენტირება სთხოვეს.

 

 

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მის სამხედრო არსენალში ყველაზე დიდი არაბირთვული ბომბი აღმოსავლეთ ავღანეთში, სადაც მიიჩნევენ, რომ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ აფილირებული მებრძოლები არიან დისლოცირებული, მიმდინარე წლის აპრილში ჩამოაგდო. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი