შეერთებულმა შტატებმა ავღანეთში ყველაზე დიდი არაბირთვული ბომბი - „ყველა ბომბის დედა“ - პირველად ჩამოაგდო
13-04-2017, 14:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მის სამხედრო არსენალში ყველაზე დიდი არაბირთვული ბომბი ჩამოაგდო აღმოსავლეთ ავღანეთში, სადაც მიიჩნევენ, რომ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ აფილირებული მებრძოლები არიან დისლოცირებული.

 

 

ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მოკლულია „ისლამური სახელმწიფოს" 36 მებრძოლი და განადგურებულია მათი ბაზა. 

 


პენტაგონმა განაცხადა, რომ საბრძოლო ოპერაციებში იერიშისას პირველად იქნა გამოყენებული 10 ტონის იარაღი.

 


შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა The Independent -ს დაუდასტურა რომ MC-130 ტიპის თვითმფრინავმა GBU-43 ბომბი ადგილობრივი დროით საღამოს 7 საათზე ჩამოაგდო.

 


შეერთებული შტატების საჰაერო ძალებში აღნიშნული იარაღი ცნობილია, როგორც MOAB („mother of all bombs“ – „ყველა ბომბის დედა“). მისი სიგრძე 9 მეტრს შეადგენს. ბომბი მთიან რეგიონში, მეჩხერად დასახლებულ ადგილას იქნა ჩამოგდებული და როგორც BBC იუწყება, აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ხმა მეზობელ ორ რაიონშიც გაიგეს. 

 


თეთრი სახლის პრესმიდივანმა შონ სპაისერმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა გამოიყენა „დიდრონი, მძლავრი და მიზანში ზუსტად მიმავალი იარაღი“, რათა ქვეყანაში გაანადგუროს მებრძოლთა მოძრაობები.

 


პენტაგონის პრესმდივანმა ადამ სტამპმა განაცხადა, რომ ბომბი ჩამოგდებული იქნა პაკისტანის საზღვართან ახლოს მდებარე აჩინის რაიონში, გამოქვაბულების კომპლექსზე, რომელიც მიაჩნიათ რომ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ აფილირებული მებრძოლების მიერ არის გამოყენებული.

 

 

პენტაგონს ჯერჯერობით სხვა დეტალები არ დაუკონკრეტებია, მაგრამ ადგილობრივმა ოფიციალურმა პირმა BBC-ს უთხრა, რომ „ისლამური სახელმწიფოს" ბევრი მებრძოლი იქნა მოკლული, მათ შორის სავარაუდოდ მთავარი ლიდერის ძმა. 

 

 

აჩინის რაიონის გუბერნატორმა ისმაილ შინვარიმ ახალი ამბების სააგენტო AFP-ის უთხრა, რომ აფეთქება ყველაზე ძლიერი იყო რაც კი მას ოდესმე უნახავს და ცეცხლის უზარმაზარმა ალმა „შთანთქა არე-მარე". 

 

 

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ამას „კიდევ ერთი წარმატებული სამუშაო" უწოდა. 

 

 

„ისლამურმა სახელმწიფომ" თავისი ხორასანის ფილიალის დაფუძნება - ავღანეთის და მიმდებარე ადგილების ძველი სახელი - 2015 წლის იანვარში გამოაცხადა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა „ისლამური სახელმწიფო" ოფიციალურად გავრცელდა არაბული სამყაროს გარეთ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი