საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, გიორგი ანდრიაძის ბრალდებებს პასუხობს და აბსურდულს უწოდებს.
გიორგი ანდრიაძემ პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს და საპარლამენტო უმრავლესობას ღია წერილით მიმართა, სადაც მან განაცხადა, რომ მარგველაშვილი „საქართველოს ერთიანობის მტრებს - თურქეთის მოქალაქეებს“ ორმაგ მოქალაქეობას ანიჭებს.
გიორგი მარგველაშვილის მრჩეველმა, კახა კოჟორიძემ ანდრიაძის ბრალდებებს კომენტარით უპასუხა და ის პროცედურები განმარტა, თუ როგორ ხდება საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება.
„სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ვრცელდება ინფორმაცია, რომ ადამიანი, რომელსაც შესაძლოა, უმძიმესი დანაშაული ჰქონდეს ჩადენილი, ცდილობს ყურადღება გადაიტანოს პრეზიდენტის აბსოლუტურად აბსურდული კრიტიკით. სამწუხაროდ, ასეთი ადამიანები ფიქრობენ, რომ პრეზიდენტის კრიტიკა იქნება ინდულგენცია.
ჩვენ არასოდეს მსგავს აბსურდებს არ ვპასუხობთ, თუმცა, ყურადღებით ვაკვირდებით ჩვენც და ალბათ, საზოგადოებაც თუ რომელი პოლიტიკოსები ჩაებმებიან ამ ბინძურ თამაშში“, განაცხადა კახა კოჟორიძემ „რუსთავი-2“-თან საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.