გიორგი ანდრიაძე პრეზიდენტს „საქართველოს ერთიანობის მტრების - თურქეთის მოქალაქეებისთვის“ ორმაგი მოქალაქეობის მინიჭებაში ადანაშაულებს
21-09-2017, 02:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი ანდრიაძე პარლამენტის თავმჯდომარეს და საპარლამენტო უმრავლესობას ღია წერილით მიმართავს.

 

 

ანდრიაძე წერილში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს „საქართველოს ერთიანობის მტრების - თურქეთის მოქალაქეებისთვის“ საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მინიჭებაში სდებს ბრალს. ანდრიაძე პარლამენტს შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვას სთხოვს.

 

 

„სამწუხაროდ, იძულებული გავხდი მომემართა თქვენთვის, ვინაიდან ამოვწურე ყველა კანონიერი მცდელობა ინფორმაცია მიმეღო საქართველოს პრეზიდენტის მიერ ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების ბრძანებულების შესახებ.

 

 

საქმე ეხება 2016 ან 2017 წლებში პრეზიდენტ მარგველაშვილის მიერ თურქეთის მოქალაქის მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებას საქართველოს წინაშე გაწეული ღვაწლისათვის ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების შესახებ.

 

 

გთხოვთ, გამოითხოვოთ იმ პიროვნებების მონაცემები, ვისაც ამ პერიოდში ორმაგი მოქალაქის სტატუსი მიენიჭა. ვინაიდან ჩემი ინფორმაციით, მათ შორის არის საქართველოს ერთიანობის ღია და აშკარა მტერი, რომელიც დღემდე აცხადებს, რომ ლაზი და მეგრელი იდენტობით ქართველი არ არის და ამით ხელს უწყობს ჩვენი სახელმწიფოსა და ქართველი ერის დაშლასა და ურთიერთდაპირისპირებას. სწორედ ასეთ პიროვნებას მიანიჭა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ორმაგი მოქალაქეობა.

 

 

გთხოვთ, გაასაჯაროვოთ იმ ადამიანების სახელები და გვარები, რომელთაც 2016-2017 წლებში მარგველაშვილისგან მიიღეს საქართველოს მოქალაქეობა. ყოველივე ამას გთხოვთ თქვენ იმიტომ, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ მიერ იქნა შეთავაზებული მოქალაქე მარგველაშვილის კანდიდატურა საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე და ქართველმა ერმა მხოლოდ და მხოლოდ თქვენდამი ნდობის გამო მისცა მას ხმა. სამწუხაროდ, რეალობაა ის, რომ ქართველი ერი ხმას მისცემდა ყველას, ვისაც თქვენ დაასახელებდით, მათ შორის პინგვინსაც კი. ამიტომ პოლიტიკური და ზნეობრივი პასუხისმგებლობა სწორედ საპარლამენტო უმრავლესობაზეა ე.წ პრეზიდენტ მარგველაშვილის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე. მათ შორის საქართველოს პატრიოტი ლაზებისათვის მოქალაქეობაზე უარის თქმაზე და საქართველოს ერთიანობის მტრების - თურქეთის მოქალაქეებისათვის - საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე.

 

 

როგორც საქართველოს მოქალაქე მოვითხოვ თქვენგან გაასაჯაროვეთ თქვენს მიერ დასმული ე.წ პრეზიდენტ მარგველაშვილის გადაწყვეტილებები საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების შესახებ“, აღნიშნულია ღია წერილში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი