შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ახალ განკარგულებას, რომელიც გააძლიერებს სანქციებს ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ.
აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს სამიზნე ის ფირმები და საფინანსო ინსტიტუტები იქნებიან, რომლებიც ჩრდილოეთ კორეასთან ახორციელებენ ბიზნესს.
როგორც BBC იუწყება, პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა ინსტრუქცია მისცა სხვა ჩინურ ბანკებს შეაჩერონ ბიზნესი ფხენიანთან.
ტრამპის მიერ ხელმოწერილ ახალ განკარგულებას წინ უძღოდა ორ კვირაზე ნაკლები ხნის წინათ აშშ-ის თაოსნობით შედგენილი რეზოლუციის მიღება გაერო-ს უშიშროების საბჭოში, რაც ფხენიანს მისი ბირთვული პროგრამის განვითარების გამო ახალ სანქციებს უწესებს.
ახალი საპრეზიდენტო განკარგულების გამოცხადებისას პრეზიდენტმა ტრამპმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ მიღებული ზომების მიზანია „მოხდეს ჩამოჭრა შემოსავლებისა, რომელიც აფინანსებს ძალისხმევებს განვითარდეს ყველაზე მომაკვდინებელი იარაღები, რაც კი კაცობრიობამ იცის“.
მან გამოყო ჩრდილოეთ კორეის საფეიქრო, თევზის რეწვის, საინფორმაციო ტექნოლოგიების და გადამამუშავებელი მრეწველობის ინდუსტრიები, რომელთაც სანქციები შეეხება.
სამშაბათს, გაერო-ს ტრიბუნაზე სიტყვით გამოსვლისას ტრამპმა აღთქმა დადო, რომ „სრულად გაანადგურებს“ ჩრდილოეთ კორეას, თუკი იგი საფრთხეს შეუქმნის აშშ-ს და მის მოკავშირეებს.
ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა რი იონგ ჰომ შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გაეროში გამოსვლა „ძაღლის ყეფას“ შეადარა.
ტრამპის მიერ ჩრდილოეთ კორეის „სრული განადგურების“ შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ პირველად გაჟღერებულ ოფიციალურ პასუხში კიმ ჩენ ინის რეჟიმის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰომ განაცხადა: არსებობს ანდაზა: ‘ძაღლი ყეფდა, ქარავანი კი მიდიოდაო’“.
რიმ რეპორტიორებს ნიუ იორკში, გაეროს შტაბ-ბინის სიახლოვეს უთხრა: „თუ ისინი ცდილობენ დაგვშოკონ ჩვენ ძაღლის ყეფის ხმით, მათ აშკარაა, რომ ძაღლის ოცნება აქვთ“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.