ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა რი იონგ ჰომ შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გაეროში გამოსვლა „ძაღლის ყეფას“ შეადარა.
ტრამპის მიერ ჩრდილოეთ კორეის „სრული განადგურების“ შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ პირველად გაჟღერებულ ოფიციალურ პასუხში კიმ ჩენ ინის რეჟიმის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰომ განაცხადა: არსებობს ანდაზა: ‘ძაღლი ყეფდა, ქარავანი კი მიდიოდაო’“.
რიმ რეპორტიორებს ნიუ იორკში, გაეროს შტაბ-ბინის სიახლოვეს უთხრა: „თუ ისინი ცდილობენ დაგვშოკონ ჩვენ ძაღლის ყეფის ხმით, მათ აშკარაა, რომ ძაღლის ოცნება აქვთ“.
რეპორტიორების მიერ დასმულ შეკითხვაზე, თუ რას ფიქრობდა ტრამპის მიერ კიმ ჩენ ინის მიმართ გაკეთებულ გამონათქვამზე, „რაკეტის კაცი“, რიმ თქვა: „ვწუხვარ მისი თანაშემწეების გამო“.
რი გაერო-ს ტრიბუნაზე სიტყვით პარასკევს გამოვა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე წარმოთქმულ სიტყვაში „სახიფათო ქვეყნებიდან“ მომდინარე საფრთხეებზე ისაუბრა და ასეთ ქვეყნებად ჩრდილოეთ კორეა და ირანი გამოყო.
ნიუ იორკში საერთაშორისო ორგანიზაციაში წარმოთქმულ მის სადებიუტო სიტყვაში მან გამაფრთხილებლად განაცხადა, რომ ამერიკა გაანადგურებს ჩრდილოეთ კორეას, თუკი ის იძულებული გახდება დაიცვას თავისი თავი და მისი მოკავშირეები.
„შეერთებულ შტატებს აქვს დიდი ძალა და მოთმინება, მაგრამ თუ ის იძულებული იქნება დაიცვას საკუთარი თავი და მისი მოკავშირეები, ჩვენ არ გვექნება არჩევანი გარდა იმისა, რომ სრულად გავანადგუროთ ჩრდილოეთ კორეა“, განაცხადა ტრამპმა.
როგორც BBC იუწყება, მან დასცინა ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს, განაცხადა რა, რომ: „რაკეტის კაცი თვითმკვლელობის მისიაში მიემგზავრება“.

„რაკეტის კაცი თვითმკვლელობის მისიაში აგზავნის საკუთარ თავს და მის რეჟიმს. შეერთებული შტატები მზადაა, შეუძლია, მაგრამ იმედია ეს საჭირო არ იქნება“, თქვა მან.
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი უაღრესად კრიტიკული იყო შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გაეროში წარმოთქმულის სიტყვის მიმართ, რომელშიც ტრამპმა ჩრდილოეთ კორეის „სრული განადგურების“ შესახებ გააკეთა განაცხადი.
„მე წინააღმდეგი ვარ ამგვარი მუქარების. და ჩემი და მთავრობის სახელით უნდა განვაცხადო, რომ ჩვენ ნებისმიერი სახის სამხედრო გადაწყვეტას აბსოლუტურად არამართებულად მივიჩნევთ და ჩვენ დიპლომატიური ძალისხმევების მომხრე ვართ“, განაცხადა მერკელმა „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში. „ეს მძლავარად უნდა იქნეს განხორციელებული. ჩემი აზრით, სანქციები და ამ სანქციების დაწესება არის მართებული პასუხი. მაგრამ ნებისმიერი სხვა რამ ჩრდილოეთ კორეასთან მიმართებაში ვფიქრობ, რომ მცდარია. და ეს არის ის, რის გამოც მე მკაფიოდ არ ვეთანხმები შეერთებული შტატების პრეზიდენტს“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.