შეერთებული შტატები კუბის დედაქალაქში მდებარე მისი საელჩოდან თანამშრომლების უდიდეს ნაწილს გამოიყვანს მას შემდეგ, რაც გავრცელებული ცნობით, თანამშრომლები „ბგერითი თავდასხმების“ მსხვერპლნი გახდნენ.
როგორც BBC მაღალი რანგის ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იუწყება, რომლის ვინაობაც არ დასახელებულა, დიპლომატებზე თავდასხმების საპასუხოდ აშშ თავისი საელჩოს თანამშრომლების დაახლოებით 60%-ს გამოიყვანს.
ასევე, ამერიკელებისადმი გაცემულია გაფრთხილება, რომ არ ესტუმრონ ქვეყანას, რადგან რამდენიმე თავდასხმა სასტუმროებში მოხდა.
გავრცელებული ცნობით, ჰავანაში მდებარე აშშ-ის საელჩოში მომუშავე 20-ზე მეტ დიპლომატს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს შექმნილი.
კუბა უარყოფს გავრცელებულ თავდასხმებში მის რაიმე მონაწილოებას.
გასულ კვირას შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, რექს ტილერსონმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება, ჰავანაში საელჩოს დახურვასთან დაკავშირებით, „შეფასების ქვეშ იმყოფება“.
დიპლომატებს, რომლებიც სავარაუდო თავდასხმების მსხვერპლნი გახდნენ, ტვინის სუსტი დაზიანება, სმენის დაქვეითება, თავბრუხვევები და გულისრევის სიმპტომები აღენიშნებოდათ.
მსგავსი სიმპტომები ჰქონდა სულ მცირე ორ კანადელ დიპლომატსაც.
შეერთებულმა შტატებმა და კანადამ პირველად აგვისტოში განაცხადეს, რომ ჰავანაში მათ დიპლომატებს თავის ტკივილები და სმენის დაკარგვა აღენიშნებოდათ. კანადის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც კუბაში მყოფმა თავისმა დიპლომატმა თავის ტკივილების და სმენის დაკარგვის ჩივილებით დაიწყო მკურნალობა.
შეერთებული შტატების ოფიციალური პირები დარწმუნებულები არიან, რომ ეს სიმპტომები განგებ გამოიწვიეს ბგერითი მოწყობილობებით, რომლებიც დიპლომატების სახლების გარეთ ან შიგნით იყო დამონტაჟებული.
ოფიციალური პირები, რომლებსაც კვლევებთან აქვთ შეხება, ვარაუდობენ, რომ შეიძლება ამ საქმეში მესამე ქვეყანა, მაგალითად რუსეთი იყოს გარეული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.