აშშ და კანადა აცხადებენ, რომ ჰავანაში მათ დიპლომატებს თავის ტკივილები და სმენის დაკარგვა აღენიშნებათ
13-08-2017, 06:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კანადის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც კუბაში მყოფმა თავისმა დიპლომატმა თავის ტკივილების და სმენის დაკარგვის ჩივილებით დაიწყო მკურნალობა.

 


ამ ინფორმაციის გავრცელებამდე ერთი დღით ადრე შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ მის დიპლომატებს ჰავანაში უცნაური ფიზიკური სიმპტომები აღენიშნებოდათ.

 


განცხადებების თანახმად, აგენტებს შეიძლება თავს ფარული ბგერითი მოწყობილობებით დაესხნენ, რაც სმენის დაკარგვას იწვევს.

 


ჰავანა ამ განცხადებას უარყოფს, მაგრამ შეერთებულმა შტატებმა სამაგიეროს გადახდის მიზნით, ორი კუბელი დიპლომატი ვაშინგტონიდან გააძევა.

 


კუბის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა: „კუბას არასდროს დაურთავს და ის არც არასოდეს დართავს ნებას იმას, რომ კუბის ტერიტორია გამოყენებული იყოს აკრედიტებული დიპლომატების ან მათი ოჯახების წინააღმდეგ“.

 


მართალია შეერთებული შტატების ოფიციალურ პირებს პირდაპირ არ დაუდანაშაულებიათ კუბის მთავრობა, თუმცა შტატების წარმომადგენელმა, ჰეტერ ნაუერმა, განაცხადა, რომ კუბის მთავრობას ჰქონდა „ვალდებულება“ დაეცვა ამერიკელი დიპლომატები, ხოლო სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა თქვა, რომ ჰავანას უნდა გადაედგა ქმედითი ზომები.

 


„ჩვენ მივიჩნევთ კუბის მთავრობას იმაზე პასუხისმგებლობის მქონედ, რომ გაარკვიოს ვინ ახორციელებს ამ ჯანმრთელობაზე თავდასხმებს არა მხოლოდ ჩვენ დიპლომატებზე, არამედ როგორც თქვენ იხილეთ, უკვე სხვა დიპლომატებზეც“, განაცხადა ტილერსონმა.

 


კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით, მთავრობა მუშაობს შეერთებულ შტატებთან და კუბასთან, რათა ზუსტად გაარკვიოს რა მოხდა.

 


კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა BBC-სთან განაცხადა: „ჩვენ გვაცნობეს, რომ კანადელ და ამერიკელ მუშაკებს და მათ ოჯახებს უჩვეულო სიმპტომები აღენიშნებოდათ ჰავანაში“.

 


„ამერიკის და კანადის მთავრობა აქტიურად მუშაობს მიზეზის დასადგენად. ამავდროულად, ჩვენ არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტურისტებს რაიმე საფრთხე ემუქრებათ“.

 


შეერთებული შტატების ოფიციალური პირები დარწმუნებულები არიან, რომ ეს სიმპტომები განგებ გამოიწვიეს ბგერითი მოწყობილობებით, რომლებიც დიპლომატების სახლების გარეთ ან შიგნით იყო დამონტაჟებული.

 


ოფიციალური პირები, რომლებსაც კვლევებთან აქვთ შეხება, ვარაუდობენ, რომ შეიძლება ამ საქმეში მესამე ქვეყანა, მაგალითად რუსეთი იყოს გარეული.

 


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი, ქალბატონი ნაუერი ამბობს, რომ ჰავანაში მომუშავე დიპლომატებმა უცნაური სიმპტომების შესახებ ჩივილი გასული წლის ბოლოს გამოხატეს.

 


მიუხედავად იმისა, რომ ეს სიმპტომები სიცოცხლისთვის საშიში არ აღმოჩნდა, ნაუერის თქმით, ამ სიმპტომებით მომჩივანი რამდენიმე ადამიანი მაინც დააბრუნეს უკან, შეერთებულ შტატებში.

 


ფლორიდის სენატორმა, მარკო რუბიომ, განაცხადა, რომ ეს უკანასკნელი ინციდენტები ამერიკელი დიპლომატების შევიწროების მაგალითებია.

 


„პერსონალური ზიანის მიყენება შეერთებული შტატების დიპლომატების მიმართ, გვიჩვენებს კასტროს რეჟიმის საზღვრებს, რომელიც არღვევს საერთაშორისო ნორმებს“, განაცხადა მან.

 

კომენტარები: 1
#1   Josef
      
Thanks for sharing your thoughts on განაცხადა.

Regards

Stop by my webpage - Liza
8 ნოემბერი 2021 22:37
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი