„კატალონიის მოქალაქეებმა მოიპოვეს დამოუკიდებელი სახელმწიფოს უფლება“ - კატალონიის ლიდერი
02-10-2017, 10:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

არეულობების ფონზე ჩატარებული კატალონიის რეფერენდუმის შემდეგ, ესპანური რეგიონის ლიდერმა კარლეს პუჩდემონმა განაცხადა, რომ კატალონიამ მოიპოვა უფლება გააჩნდეს სახელმწიფოებრიობა.

 


მან თქვა, რომ გაიღო კარი ცალმხრივი დამოუკიდებლობის გამოცხადებისა.

 


როგორც BBC იუწყება, კატალონიის ოფიციალურმა პირებმა მოგვიანებით განაცხადეს, რომ კენჭისყრაში მონაწილეთაგან 90%-მა ხმა დამოუკიდებლობას მისცა. საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა 42.3% გამოცხადდა.

 


ესპანეთის საკონსტიტიტუციო სასამართლომ რეფერენდუმი არაკონსტიტუციურად გამოაცხადა.

 


კვირას ჩატარებულ რეფერენდუმს არეულობები და პოლიციასთან შეხლა-შემოხლა ახლდა თან, რა დროსაც 700-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო დაზიანებები.

 


„ამ იმედის და ტანჯვა-წამების დღეს, კატალონიის მოქალაქეებმა მოიპოვეს დამოუკიდებელი, რესპუბლიკის ფორმის სახელმწიფოს უფლება“, განაცხადა პუჩდემონმა სატელევიზიო მიმართვისას. ამ დროს მის გვერდით კატალონიის სხვა მაღალი რანგის ლიდერები იდგნენ.

 


„ჩემი მთავრობა მომდევნო რამდენიმე დღეში გადააგზავნის დღევანდელი კენჭისყრის შედეგებს კატალონიის პარლამენტში, სადაც ჩვენი ხალხის სუვერენიტეტი ძევს, ამგვარად მას შეეძლება იმოქმედოს რეფერენდუმის კანონის თანახმად“, დაამატა მან.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი