კატალონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმი პოლიციასთან შეხლა-შემოხლის ფონზე მიმდინარეობს. ბოლო მონაცემებით, 700-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო დაზიანებები. ინფორმაციას BBC კატალონიის ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ჭრილობები და დაზიანებები აქვს მიღებული 76 ადამიანს, ერთ-ერთი მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. ჩვენ მოვუწოდებთ ადამიანებს მიმართონ საავადმყოფოებს და კატალონიის სამართალდამცველ ორგანოებს“, განაცხადა პრესკონფერერნციაზე პოლიციის წარმოამდგენელმა ჟორდი ტურულმა.

ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დაზიანებები აქვს მიღებული 12 პოლიციელს, დაპატიმრებულია სამი ადამიანი.
ესპანეთის მთავრობა დაჟინებით მოუწოდებდა რეგიონულ მთავრობას არ ჩაეტარებინათ ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ უკანონოდ გამოცხადებული დამოუკიდებლობის რეფერენდუმის კენჭისყრა.
როგორც BBC იუწყება, პოლიციის ოფიცრები ცდილობდნენ არ შეეშვათ ამომრჩევლები საარჩევნო უბნებზე, საიდანაც მათ ბიულეტენები და ყუთები გაჰქონდათ, რომ მოქალაქეებმა ხმის მიცემა ვერ მოეხერხებინათ.
ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კატალონიაში 92 საარჩევნო უბანი დაიხურა.
ბიულეტენებზე მხოლოდ ერთი შეკითხვაა: „გსურთ თუ არა კატალონია დამოუკიდებელი გახდეს და გამოეყოს რესპუბლიკას?“. შესაბამისად, ბიულტენებში ორი ადგილია ცარიელი შემოსახაზად: დიახ ან არა.
რეგიონულ დედაქალაქ ბარსელონაში პოლიციამ რეზინის ტყვიები დაუშინა დამოუკიდებლობის მომხრე პროტესტანტებს.
სეპრატისტების ათასობით მომხრემ დაიკავა სკოლები და სხვა შენობები, სადაც საარჩევნო უბნები იყო განთავსებული.
ფერმერებმა ზოგიერთ ადგილებში, გზებზე და საარჩევნო უბნების კარებთან და სკოლების ჭიშკრებთან ტრაქტორები განალაგეს, რათა ხელისუფლებისთვის უბნების დახურვის პროცესი გაერთულებინათ.
მაგრამ პოლიცია დაჟინებით ცდილობდა არ მომხდარიყო საარჩევნო უბნების გახსნა, ხოლო ისინი ვინც უკვე უბნებზე იმყოფებოდნენ, ოფიცრების მიერ გარეთ ძალით იყვნენ გამოყვანილი.
რეფერენდუმის ორგანიზატორებმა მოქალაქეებს პოლიციის ნებისმიერ განყოფილებასთან მისვლისა და მშვიდობიანი დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდეს.
რეგიონში პოლიციელთა ათასობით დამატებითი ძალები გაიგზავნა.
ესპანეთის ცენტრალური მთავრობის გადაწყვეტილებით, განადგურდა საარჩევნო დოკუმენტაცია, დაწესდა ჯარიმები კატალონიის ოფიციალურ პირებზე და დროებით, ათეულობით კატალონიელი პოლიტიკოსია დაკავებული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.