ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ქვეყნიდან 15 კუბელი დიპლომატი გააძევა, განაცხადა რა, რომ ჰავანამ ვერ უზრუნველყო დაეცვა ამერიკელი დიპლომატები საიდუმლოებით მოცული ბგერითი თავდასხმებისაგან.
როგორც BBC იუწყება, კუბელ დიპლომატებს 7 დღე მიეცათ ქვეყნის დასატოვებლად.
სახელმწიფო დეპარტამენტის აღნიშნული ნაბიჯი მას შემდეგ გადადგა, რაც ვაშინგტონმა გასულ კვირას ჰავანაში აშშ-ის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელთა ნახევარზე მეტის გამოყვანის გადაწყვეტილება მიიღო.
შეერთებული შტატები კუბის დედაქალაქში მდებარე მისი საელჩოდან თანამშრომლების უდიდეს ნაწილს გამოიყვანს მას შემდეგ, რაც ისინი „ბგერითი თავდასხმების“ მსხვერპლნი გახდნენ.
აშშ-ის კუბის საელჩოში მომუშავე დაახლოებით ორი ათეული ამერიკელი დიპლომატი ჯანმრთელობის პრობლემებს უჩიოდა.
„გადაწყვეტილება მიღებულ იქნა კუბის მარცხის გამო, გადაედგა სათანადო ნაბიჯები დაეცვა ჩვენი დიპლომატები, ვენის კონვენციის ვალდებულებების შესაბამისად“, ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, რექს ტილერსონის სამშაბათს გავრცელებულ განცხადებაში.
„ჩვენ განვაგრძობთ დიპლომატიური ურთიერთობების შენარჩუნებას კუბასთან და განვაგრძობთ თანამშრმლობას კუბასთან და გავაგრძელებთ ამ თავდასხმების გამოძიებას“, აცხადებს ტილერსონი.
კუბა აღნიშნულ თავდასხმებში მის ჩართულობას კატეგორიულად უარყოფს.
შეერთებულმა შტატებმა და კანადამ პირველად აგვისტოში განაცხადეს, რომ ჰავანაში მათ დიპლომატებს თავის ტკივილები და სმენის დაკარგვა აღენიშნებოდათ. კანადის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც კუბაში მყოფმა თავისმა დიპლომატმა თავის ტკივილების და სმენის დაკარგვის ჩივილებით დაიწყო მკურნალობა.
შეერთებული შტატების ოფიციალური პირები დარწმუნებულები არიან, რომ ეს სიმპტომები განგებ გამოიწვიეს ბგერითი მოწყობილობებით, რომლებიც დიპლომატების სახლების გარეთ ან შიგნით იყო დამონტაჟებული.
ოფიციალური პირები, რომლებსაც კვლევებთან აქვთ შეხება, ვარაუდობენ, რომ შეიძლება ამ საქმეში მესამე ქვეყანა, მაგალითად რუსეთი იყოს გარეული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.