მას შემდეგ რაც კენიის საკონსტიტუციო სასამართლომ გასულ თვეს ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტ უჰურუ კენიატას გამარჯვება ანულირებულად გამოაცხადა, კენიის ოპოზიციის ლიდერი რაილა ოდინგა 26 ოქტომბრის არჩევნებში ხელმეორედ კენჭისყრაში მონაწილეობისთვის პირობებს აყენებს.
„ალ ჯაზირას“ ცნობით, მისი წამოყენებული პირობები მოიცავს საარჩევნო კომისიის რამდენიმე ოფიციალური პირის დათხოვნას, შედეგების ელექტრონული გადაგზავნის განხილვას და ყველა საპრეზიდენტო კანდიდატისთვის, რომელიც 8 აგვისტოს არჩევნებში მონაწილეობდა, თავიანთი კანდიდატურების ხელმეორედ წამოყენების უფლების მინიჭებას.
კენიის უზენაესმა სასამართლომ აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები 1-ელ სექტემბერს გააუქმა და ახალი არჩევნების 60 დღის განმავლობაში ჩატარების გადაწყვეტილების განაჩენი გამოაცხადა.
აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ კენია აფრიკის პირველ ქვეყნად აქცია, რომლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები სასამართლოს მიერ ძალადაკარგულად გამოცხადდა.

საარჩევნო კომისიამ მოქმედი პრეზიდენტი უჰურუ კენიატა 1.4 მილიონი ხმის უპირატესობით გამარჯვებულად გამოაცხადა, და მან აგვისტოში საპრეზიდენტო ფიციც დადო, მაგრამ ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ საარჩევნო კომისიის IT სისტემამ შედეგების მანიპულირება ჰაკერული გზით მოახდინა.
მთავარმა მოსამართლემ დევიდ მარაგამ განაცხადა, რომ 8 აგვისტოს არჩევნები „არ ჩატარებულა კონსტიტუციასთან შესაბამისობაში“ და მისი შედეგები „გაუქმებულად, ძალადაკარგულად და გაბათილებულად“ გამოაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.