კენიის უზენაესმა სასამართლომ გასული თვის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გააუქმა და ახალი არჩევნების 60 დღის განმავლობაში ჩატარების გადაწყვეტილების განაჩენი გამოაცხადა.
როგორც BBC წერს, აღნიშნული გადაწყვეტილება კენიას აფრიკის პირველ ქვეყნად ხდის, რომლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები სასამართლოს მიერ ძალადაკარგულად გამოცხადდა.

საარჩევნო კომისიამ მოქმედი პრეზიდენტი უჰურუ კენიატა 1.4 მილიონი ხმის უპირატესობით გამარჯვებულად გამოაცხადა, და მან გასულ თვეს საპრეზიდენტო ფიციც დადო, მაგრამ ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ საარჩევნო კომისიის IT სისტემამ შედეგების მანიპულირება ჰაკერული გზით მოახდინა.
მთავარმა მოსამართლემ დევიდ მარაგამ განაცხადა, რომ 8 აგვისტოს არჩევნები „არ ჩატარებულა კონსტიტუციასთან შესაბამისობაში“ და მისი შედეგები „გაუქმებულად, ძალადაკარგულად და გაბათილებულად“ გამოაცხადა.
მან თქვა, რომ 6 მოსამართლიდან განაჩენს მხარი უზენაესი სასამართლოს ოთხმა მოსამართლემ დაუჭირა.
სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოცხადებამ ოპოზიციის მხარდამჭერების მოწონება დაიმსახურა, როგორც სასამართლო დარბაზში, ისე მის გარეთ, იუწყება BBC.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.