ეს კონსტიტუცია პრეზიდენტს რომ დაეწერა, ის იქნებოდა სულ სხვანაირი კონსტიტუცია, აღნიშნული განცხადება პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე გააკეთა, სადაც ამ წუთებში იგი პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს დეპუტატებს აცნობს.
მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მიიღებს, საქართველოს უარესზე უკეთეს დოკუმენტს მიიღებს.
„რა დოკუმენტი იქნება ჩვენს წინაშე, თუ საქართველოს პარლამენტი მიიღებს პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს? რას დავარქმევთ მას? ერთიდან ათ ქულამდე ეს იქნება სამიანის, ღირსი, ხუთიანის ღირსი, შვიდიანის ღირსი თუ ათიანის ღირსი? მე მოგახსენებთ, ეს იქნება უარესზე უკეთესი დოკუმენტი", განაცხადა ანა დოლიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.