საქართველოს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს ვეტო დაადო
09-10-2017, 18:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს ვეტო დაადო. სპეციალური განცხადება მარგველაშვილმა ცოტა ხნის წინ, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფნგზე გააკეთა.

 

 

„დღეს, მე გადავაგზავნი საქართველოს პარლამენტში კონსტიტუციასთან მიმართებაში მოტივირებულ შენიშნვებს. მოტივირებული შენიშვნები ამ კონკრეტულ შემთხვევაში განსაკუთრებულად დაიწერა. თუ აქამდე და სხვა შემთხვევებში მოტივირებულ შენიშვნებს ძირითადში ჩვენი შეხედულებებიდან გამომდინარე ვწერდით, კონსტიტუციასთან მიმართებაში გადაწყდა, რომ ამოსავალი ყოფილიყო ის მთავარი, რის თაობაზეც, ამ ერთი წლის განმავლობაში მუდმივად ვსაუბრობდი მეც და მთელი ქართული საზოგადოება. ეს არის შეთანხმება, კონსენსუსი და სწორედ, შეთანხმებისა და კონსენსუსის სულისკვეთებით დაიწერა ეს მოტივირებული შენიშვნები.

 


მოტივირებულ შენიშვნებში პირველი ოთხი საკითხი არის თავიდან ბოლომდე მმართველი პარტიის „ქართული ოცნების" საკითხები. ის საკითხები, რომლებიც „ქართულმა ოცნებამ" ვალდებულებით აიღო ჩასასწორებლად ვენეციის კომისიისგან. ანუ ის საკითხები, რაზეც ვალდებულებაა აღებული - აი, ეს ოთხი საკითხი უცვლელად გადმოდის მოტივირებულ შენიშვნებში. ეს არის ბონუსის, ბლოკების, საკონსტიტუციო სასამართლოსა და აღმსარებლობის თავისუფლების საკითხები.

 

 

მეხუთე საკითხიც ასევე „ქართულ ოცნებას" ეკუთვნის. ეს ის საკითხია, რომლის თაობაზეც, პატივცემულო საზოგადოებავ, ჩვენ გესაუბრებოდით, თუნდაც საკონსტიტუციო განხილვების დროს იმ პერიოდში, როდესაც გვქონდა შესაძლებლობა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გვესაუბრა კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით. ეს არის 2020 წელს პროპორციული არჩევნების დანიშვნის საკითხი. ამ საკითხს ვინც იცნობს, იცის რომ მმართველ პოლიტიკურ გუნდს კონსტიტუციის მიღების მომენტში აკლდა ხმები სწორედ ამ საკითხიდან გამომდინარე, მაგრამ საპარლამენტო ოპოზიციასთან, ასევე არასაპარლამენტო ოპოზიციასთან იქნა მიღწეული შეთანხმება, რომ ოპოზიციური ხმები იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება" ამ საკითხის გატანას მხარს დაუჭერს, იქნება დამატებული. ოპოზიცია მისცემს ხმას და შედეგად, ეს საკითხიც სრულიად უმტკივნეულოდ, ის, რასაც „ქართული ოცნება" ჰპირდებოდა საზოგადოებას, იქნება გათვალისწინებული კონსტიტუციაში.

 

 

ბოლო საკითხი, რომელზეც მოგახსენებთ კარგად იცის ასევე ქართულმა საზოგადოებამ - ის ეხება პრეზიდენტის არჩევის წესს. ჩვენ ვიცით, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის, ასევე ფაქტობრივად, მთელ ქართულ საზოგადოებასთან ვერ იქნა მიღწეული შეთანხმება, მაგრამ მე გადავწყვიტე არ ვიყო ხისტი და ერთმნიშვნელოვნად არ იქნას წარდგენილი ამ შემთხვევაში შეთავაზება, არამედ ეს საკითხი არა ერთი ან მეორე ფორმით გადავწყვიტოთ, არამედ, გადავდოთ მომავლისთვის. შესაბამისად, პარლამენტში წარდგენილი მოტივირებული შენიშვნები - 6-პუნქტიანი შეთავაზება პირველ ოთხ პუნქტში თავიდან ბოლომდე იმეორებს „ქართული ოცნების" ვალდებულებას ვენეციის კომისიასთან, ანუ მათი საკითხებია. მეხუთე საკითხიც ეს არის ის პოზიციტიური ინიციატივა, რომელიც იქნა არაერთხელ განხილული ქართულ საზოგადოებასთან, სადაც ხმები არ იყო საკმარისი და ახლა იქ ოპოზიციის ხმები არის უზრუნველყოფილი. და ერთადერთი საკითხი, რომელიც ასე ვთქვათ, ოპოზიციის საკითხია, ეს არის პრეზიდენტის არჩევის წესი და აქაც არანაირი სიხისტე არ არის გამოვლენილი - ჩვენ ამ საკითხის მომავალში განხილვას ვთავაზობთ ქართულ პარლამენტს", განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა ბრიფინგზე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი