საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე „ქართული ოცნების" მიერ საზოგადოების ორ ნაწილად გაყოფის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
„ჩვენ უკვე დიდი ხანია ვისმენთ ასეთ განცხადებებს. ეს არის არა მარტო ოპოზიციონერის განცხადება, არამედ ეს არის რადიკალი ოპოზიციონერის განცხადება. ასე არ უნდა საუბრობდეს პრეზიდენტი პირადად თუ თავისი წარმომადგენლების მეშვეობით“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას.
მისი თქმით, „როდესაც ასეთ განცხადებებს ქვეყნის პრეზიდენტის წარმომადგენელი აკეთებს, შემაშფოთებელზე მეტია".
„ამაზე კომენტარის გაკეთება არის, უბრალოდ, შეუძლებელი. როდესაც ასეთ რამეს ამბობს პრეზიდენტის წარმომადგენელი ანუ იმ თანამდებობის პირის წარმომადგენელი, რომელიც უნდა იყოს ქვეყნის გამაერთიანებელი. ეს არის უფრო მეტი, ვიდრე შემაშფოთებელი“, აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, კონსტიტუციურ კანონპროექტის ხელს პრეზიდენტი მოაწერს თუ პარლამენტის თავმჯდომარე.
„ეს უკვე ტექნიკური საკითხია. არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, თუ ვის მიერ იქნება ხელმოწერილი დოკუმენტი. პრეზიდენტის პრეროგატივაა, პირველ რიგში, ხელი მოაწეროს ამ დოკუმენტს. თუ ის ხელს არ მოაწერს, მაშინ ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, პარლამენტის თავმჯდომარე არის პასუხისმგებელი დოკუმენტის ხელმოწერაზე“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.