თბილისის საკრებულოს რამდენიმე დღის წინათ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლითაც პუშკინის სკვერის მიმდებარე მიწის ნაკვეთი და თაბორის მთის ტერიტორიის ნაწილი გასხვისდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აქცია-მსვლელობით აპროტესტებს.
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და პარტიის მრავალათასიანი მხარდამჭერები ამ წუთებში რუსთაველის გამზირის გავლით სოლოლაკში, ბიძინა ივანიშვილის საცხოვრებელი სახლისკენ მიემართებიან.
პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ მათი უმთავრესი მიზანია „ივანიშვილს ჩამოვართვათ ის ავტოფარეხი“, რომელიც მას საკრებულომ დაუმტკიცა.
„ჩვენი მთავარი მიზანია ბიძინა ივანიშვილს ჩამოვართვათ ის ავტოფარეხი, რომელიც მას საკრებულომ დაუკანონა რამდენიმე დღის წინ. უნდა შეჩერდეს თბილისის აბუჩად აგდება და თბილისის დაცინვა, რასაც ახლა ქვეყნის არაფორმალური მმართველი აკეთებს. თბილისი დაანახვებს დღეს ბიძინა ივანიშვილს, რომ მას გააჩნია თავმოყვარეობა და არ დათმობს მის ისტორიულ ტერიტორიებს ვიღაცის კერძო ავტოფარეხის გადასაკეთებლად... საკრებულოს უმრავლესობაში 30 კაცია, აქ ათიათასობით ადამიანი დგას. ეს არის კანონი და ეს იღებს საბოლოო ჯამში გადაწყვეტიელებას. ხალხი მიიღებს გადაწყვეტილებას 21 ოქტომბერს და ის იქნება შემდეგ კანონი.
„ეს არის მშვიდობიანი აქცია და ჩვენ მივალთ პუშკინის სკვერის ავტოფარეხის ახალ მფლობელთან და მოვთხოვთ მას, რომ დააბრუნოს წართმეული ტერიტორიები, ანუ ჩვენი საბოლოო მიზანი არის ბიძინა ივანიშვილის რეზიდენცია“, განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა, ზაალ უდუმაშვილმა „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მსვლელობა-აქციიდან.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქციასთან დაკავშირებით მმართველი პარტიის მხრიდან ჯერჯერობით კომენტარი თბილისის მერმა გააკეთა. დავით ნარმანიამ თქვა, რომ იმ პოლიტიკური ძალის მიერ აქციების გამართვა, რომელსაც მისი მმართველობის დროს საჩუქრად უამრავი ტერიტორია აქვს გაცემული, „ძალიან სასაცილოა“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.