ის, რაც დღეს ხდებოდა საარჩევნო პროცესის დროს, ეს იყო სპეცოპერაცია ქართველი ხალხის წინააღმდეგ, აღნიშნული განცხადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატმა, ზაალ უდუმაშვილმა გააკეთა.
მერობის კანდიდატი ეგზიტპოლის შედეგებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ვერავინ დამაჯერებს, რომ არჩევნებზე მისულმა ყოველმა მეორე თბილისელმა კახა კალაძეს მისცა ხმა".
„ჩვენ დილიდან ვუყურებდით, როგორ მიმდინარეობდა საარჩევნო პროცესი, ზეწოლა მოსახლეობაზე, ტოტალური კონტროლი საარჩევო უბნებზე ”ქართული ოცნების" წარმომადგენლების მხრიდან. ჩვენს მომხრეებს, რომლებიც აპირებდნენ მოსვლას არჩევნებზე, ურეკავდნენ და აშინებდნენ. ჩვენ მივიღეთ შედეგი, როდესაც „ქართული ოცნება“ წავიდა ქართველი ხალხისა და თბილისელების წინააღმდეგ. ჩვენ დაველოდებით ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგებს. ვითვალისწინებთ იმასაც, რომ ეგზიტპოლის შედეგები არის 18:00 საათისთვის არსებული მონაცემები. ჩვენი ინფორმაციით, ბოლო ორ საათში საკმაოდ დიდი იყო ხალხის რაოდენობა. ვერავინ დამაჯერებს, რომ არჩევნებზე მისულმა ყოველმა მეორე თბილისელმა კახა კალაძეს მისცა ხმა. ამიტომ, ვიძახით ახლა და ამიტომ ვაცხადებთ, მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, ვინც იმყოფება საარჩევნო უბნებზე და კომისიებში, დავიცვათ ჩვენი ხმები ბოლომდე, რათა არ მივცეთ ხმების ტოტალურად გაყალბების საშუალება „ქართულ ოცნებას”, განაცხადა უდუმაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.