„ჩვენ ვიცოდით, რომ გავიმარჯვებდით", აღნიშნული განცხადება „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახი კალაძემ ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ გააკეთა.
კალაძემ ამომრჩევლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„ჩვენ მოვისმინეთ წინასწარი შედეგები, თუცა, მე მინდა გითხრათ, რომ პატივი უნდა ვცეთ ცესკოს, რომელიც დათვლის ხმებს და შესაბამისად, ოფიციალურად გამოცხადდება. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ვიცოდით, რომ გავიმარჯვებდით - ძალიან დიდი მხარდაჭერა იყო, როცა მთელი ამ საარჩევნო კამპანიის პროცესში გვქონდა შეხვედრები ადამიანებთან, ეს სულისკვეთება იგრძნობოდა ყოველდღიურ რეჟიმში. იგრძნობოდა ის იმედი, რომელიც ჩვენი დედაქალაქის მოსახლეობას ჰქონდა", განაცხადა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.