კატალონიის პრეზიდენტი კარლეს პუჩდემონი არ აპირებს ესპანეთის მთავრობის გეგმებს დაემორჩილოს
22-10-2017, 00:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კატალონიის პრეზიდენტი კარლეს პუჩდემონი აცხადებს, რომ კატალონია არ მიიღებს მადრიდის გეგმას შეაჩეროს რეგიონის ავტონომია.

 


როგორც BBC იუწყება, განცხადებაში, მან პირდაპირი წესით მმართველობის დაწესება აღწერა, როგორც ყველაზე საშინელი თავდასხმა კატალონიის ინსტიტუტებზე ფრანკოს დიქტატორობის შემდეგ.

 


ესპანეთის პრემიერ მინისტრის, მარიანო რაჰოის გეგმები მოიცავს კატალონიის ლიდერების მმართველობიდან ჩამოცილებას და რეგიონის პარლამენტის საქმიანობის შეჩერებას და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითვალისწინებს.

 

 

პუჩდემონმა განაცხადა, რომ ესპანეთის მთავრობა მოქმედებდა კატალონიის დემოკრატიული სურვილის წინააღმდეგ მას შემდეგ, რაც უარი განაცხადა დიალოგის ყველა შეთავაზებაზე.

 


მან აღნიშნა, რომ იგი მოუწოდებს კატალონიის პარლამენტს სესიის მოწვევისკენ, რათა გაიმართოს დისკუსია რაჰოის გეგმების საპასუხოდ.

 


ევროპელი მოქალაქეებისადმი ინგლისურ ენაზე გაკეთებულ მიმართვაში მან დაამატა, რომ ევროპის კავშირის დამფუძნებელი ღირებულებები „რისკის ქვეშაა კატალონიაში“.

 

 

კომენტარები: 1
#1   ზურა
      
მარიანო რახოი და არა რაჰოი
21 ოქტომბერი 2017 18:40
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი