ესპანეთის მთავრობამ კონსტიტუციის 155-ე მუხლის გამოყენების და კატალონიისთვის ავტონომიის შეჩერების და მასზე პირდაპირი მმართველობის დაწესების გადაწყვეტილება მიიღო.
„რია ნოვოსტის“ ცნობით, პრემიერ მინისტრმა რაჰოიმ კაბინეტის წევრებთან საგანგებო შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ მადრიდი ავტონომიის მთელ მთავრობას ხელისუფლების მმართველობიდან ჩამოაცილებს და კატალონიაში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ჩაატარებს.
სააგენტოს ინფორმაციითვე, ამავე დროს რაჰოიმ ხაზგასმით აღნიშნა, კატალონიას ჩამოსცილდება ხელისუფლება, რომელიც კანონის ფარგლებს გასცდა. მან დაამატა, რომ ესპანეთის მთავრობას არ ჰქონდა არც სურვილი და არც განზრახვა კონსტიტუციის 155-ე მუხლის გამოყენებისა, მაგრამ იძულებული გახდა, ეს გაეკეთებინა.
BBC-ის ცნობით, მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება კენჭისყრისთვის ესპანეთის სენატს გადაეგზავნება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.